სამსახურებიდან უკანონო გათავისუფლების საქმეებზე საჯარო დაწესებულებებს 1,631,603.36 ლარის გადახდა დაეკისრათ - DFI

29 May 2019 12:49

DFI-მ 2013-2017 წლებში საჯარო დაწესებულებების წინააღმდეგ დასრულებული სასამართლო დავების და დაკისრებული ფინანსური პასუხისმგებლობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა.


როგორც საინფორმაციო პორტალ "მხარეს" ორგანიცაზიიდან აცნობეს, DFI-მ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან საჯარო ინფორმაციის სახით მოითხოვა 2013-2017 წლებში კანონიერ ძალაში შესული მათ წინააღმდეგ დასრულებული სასამართლო დავების ჩამონათვალი, დავის საგნისა და დაკისრებული პასუხისმგებლობის მითითებით (მათ შორის, დაკისრებული და ანაზღაურებული თანხის ოდენობა).


მათივე განმარტებით, IDFI-მ ამავე წერილით მოითხოვა ინფორმაცია რეგრესის წესით შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისგან მოთხოვნილი და ანაზღაურებული ზიანის ოდენობა და ამ საკითხზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების რაოდენობა. საერთო ჯამში, გამოკვლეულ იქნა 89 საჯარო დაწესებულების, მათ შორის, სამინისტროების, პარლამენტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების წინააღმდეგ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები და უწყებათა მიერ რეგრესის წესით მოთხოვნილი და ანაზღაურებული ზიანის ოდენობა. 


ანალიზის შედეგად გამოიკვეთა:

 

- 89 საჯარო დაწესებულების წინააღმდეგ კანონიერ ძალაში სულ 1,543 გადაწყვეტილება შევიდა;

 

- ყველაზე მეტი/831 გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა დალტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ იყო;


- სასამართლო გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლის შედეგად საჯარო დაწესებულებებს სულ 1,631,603.36 ლარი დაეკისრათ;

 

- პასუხისმგებლობის სახით ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციას დაეკისრა - 188,780.60 ლარი;


- სამინისტროების შემთხვევაში ყველაზე დიდი თანხა - 135,974.8 ლარი დაეკისრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს;

 

- საჯარო დაწესებულებებზე დაკისრებული პასუხისმგებლობის საშუალო მაჩვენებელი ყველაზე მაღალია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შემთხვევაში - 57,909 ლარი;

 

- სამინისტროებს შორის დაკისრებული პასუხისმგებლობის საშუალო მაჩვენებელი ყველაზე მაღალია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის სამინისტროს შემთხვევაში - 7,157 ლარი.

 

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი