"ვემალები ადამიანებს, რომლებიც ჩემს სამყაროში ძალით შემოღწევას ცდილობენ" - ია კარგარეთელი: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

28 May 2019 18:19

ია კარგარეთელი არის მწერალი და გახლავთ შიდა ქართლის მხარიდან;


მაღიზიანებს - ზურგსუკან ჭორაობა და მეზობლის ძაღლის ყმუილი ღამით; 

ვგრძნობ - მთელი სამყაროს გულისცემას; 

მეშინია -  სიმარტოვის; 

ვიცი - ის, რომ არაფერი არ ვიცი; 

არ ვიცი - ოდესმე შევძლებ თუ არა მათემატიკაში ვიყო კარგი; 

შემიძლია - ყველაფერი; 

არ შემიძლია - რეპის მოსმენა; 

ვმეგობრობ - საკუთარ თავთან; 

ვაპატიებ - არავის და არაფერს; 

ვტირი - მელოდრამებზე; 

ვიცინი - საკუთარ შეცდომებზე; 

ვეძებ - საკუთარ თავს; 

ღირსი ვარ - ყველაფერი კარგის; 

ვჩხუბობ - საკუთარ თავთან ხშირად; 

ვკარგავ - ოცნებებს და იმედებს; 

მშურს - ადამიანის, რომელიც პიანინოზე თვალდახუჭული უკრავს; 

ვემალები - ადამიანებს, რომლებიც ჩემს სამყაროში ძალით შემოღწევას ცდილობენ; 

ვემტერები - საკუთარ შეცდომებს; 

მაინტერესებს - აბსოლუტურად ყველაფერი; 

არ მაინტერესებს - მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა; 

მახსოვს - რას ვაკეთებდი წინა ზაფხულს; 

მრცხვენია - ჩემი ინგლისურის, როდესაც უცხოელებთან საუბარი მიწევს; 

უარვყოფ - როგორი დამნაშავეც არ უნდა ვიყო, ყოველთვის უარვყოფ; 

ვავადმყოფობ - სიყვარულით; 

ვმალავ - ჩემს შიშებსა და კომპლექსებს; 

ვინახავ - მოჩვენებებს ოთახში, საწოლის ქვეშ; 

მწამ - ბედნიერი დასასრულის; 

მიკვირს - როგორ კარგავენ ადამიანები ძვირფას დროს ერთმანეთზე ქილიკში; 

მიხარია - ვიღაც რომ ბედნიერია; 

ვჭორაობ - საკუთარ დასთან საშინელებათა ფილმებზე; 

ვდარდობ - თითქმის ყველაფერზე; 

ვამაყობ - საკუთარი თავით; 

ვაკეთებ - გემრიელ საჭმელებს; 

ვეფერები - საკუთარ ძაღლს; 

მსიამოვნებს - ჩემი ძაღლის მოფერება; 

მესიზმრება - ყველა ის კოშმარი, რაც ტელევიზორში არ მინახავს; 

ვეხმარები - საკუთარ თავს წინსვლაში; 

ვეწევი - საზოგადოებრივ საქმიანობას; 

მწყინს - ყველასგან ყველაფერი და თან არაფერი; 

ვხარჯავ - ფულს; 

ვღალატობ - საყვარელ ფილმებს ზოგჯერ სხვა საყვარელ ფილმებზე ვცვლი; 

ვკამათობ - საკუთარ მეებთან; 

ვუხეშობ - თითქმის ყოველთვის; 

ვუსმენ - გულისყურით ხალხის საუბარს და ვცდილობ დავიჭირო მათი რაობა; 

ვყოყმანობ - საყიდლებზე სიარულის დროს; 

ვკითხულობ - საინტერესო წიგნებს; 

ვამზადებ - ყოველდღე საუზმეს საკუთარი დისთვის; 

ვუყურებ - საინტერესო ფილმებს;  

ვკლავ - ემოციებს და გრძნობებს; 

ვაფუჭებ - ტექნიკას; 

ვცხოვრობ - ოჯახთან ერთად კარგად და მშვიდად; 

ვცემ - ოთახში შემოფრენილ კოღოს ალბათ; 

ვყვირი - როდესაც ჩემი ძაღლი მკბენს და ვერ ვაგებინებ, რომ არ უნდა მკბენდეს; 

ვმღერი - აბაზანაში; 

ვასრულებ - ჩემი რომანის მეორე ნაწილის წერას; 

დავდივარ - ყოველდღე გარეთ და საყიდლებზე; 

ვმკურნალობ - ნერვებს; 

ვერიდები - უარყოფითი აურის მქონე ხალხს;

ვთამაშობ - ხანდახან ნიღბებსაც ვირგებ; 

ვიტყუები - მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა მამა მეკითხება ამდენი ფული რაში დახარჯეო; 

ვეთაყვანები - მთლიან სამყაროს;  

ვგიჟდები – საკუთარ თავზე; 

მიყვარს - საკუთარი თავი;  

ვოცნებობ - თუ ოცნებაა და არა მიზანი ციდან ვარსკვლავების ჩამოკრეფაზე;

ვფიქრობ - ვინ ვიყავი, ვინ ვარ და ვინ ვიქნები; 

მძულს - ბოროტება;  

ვნანობ- იმ ადამიანების გაცნობას, ვისთვისაც ზედაც არ უნდა შემეხედა; 

კმაყოფილი ვარ - ყველაფრით,რაც ცხოვრებისაგან ვისწავლე; 

მენატრება - ბავშვობა;  

მსურს - კიდევ ბევრი წიგნის დაწერა; 

ვაგროვებ - ფულს ანაბარზე; 

ვიხდ- ჩასაცმელს; 

ვეჭვიანობ - ძაღლზე;  

„ვკაიფობ“ - წითელი ღვინითა და სასიამოვნო მუსიკით; 

ვიზიდავ - ყველას და ყველაფერს;  

ვალამაზებ - სამყაროს.


გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები

ავტორი: ანა მუკბანიანი

კომენტარები:

ფართი შოპი