"როცა ყველაზე მეტად მიჭირს განსაკუთრებით მაშინ ვმღერი " - ბარბარა სამხარაძე: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

27 May 2019 11:19

ბარბარა სამხარაძე არის მომღერალი და გახლავთ კახეთის მხრიდან;



მაღიზიანებს - ადამიანები რომლებიც ცდილობენ საკუთარ თავს გადააჭარბონ;

ვგრძნობ -  დიდ მხარდაჭერას;

მეშინია - სიკვდილის;

ვიცი - მარტო არასოდეს არ ვიქნები;

არ ვიცი - როგორ ვაკონტროლო ემოციები;

შემიძლია - ყველაზე საშინელ მომენტშიც სიმშვიდის შენარჩუნება;

არ შემიძლია - უარი ვთქვა იმაზე რაც მიყვარს

ვმეგობრობ- ძალიან ცოტა ადამიანთან;

ვაპატიებ - მხოლოდ მას, ვინც დანაშაულს მიხვდება;

ვტირი - როცა მარტო ვარ;

ვიცინი - როცა სიტუაციას შეეფერება

ვეძებ - ბედნიერებას სიყვარულის ელემენტებით;

ღირსი ვარ -  ვიყო წარმატებული;

ვჩხუბობ -  როცა დაღლილი ვარ;

ვკარგავ -  მხოლოდ მაშინ როცა თვითონ ამბობენ უარს;

მშურს -  ადამიანის რომელიც ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე აღწევს წარმატებას

ვემალები -  კონფლიქტებს და პრობლემებს

ვემტერები -  ჩემს თავს;

მაინტერესებს - კომპიუტერული თამაშები და ფსიქოლოგია;

არ მაინტერესებს -  ფილმები და სერალები; 

მახსოვს -  ყველა რჩევა-დარიგება ბებიადან;

მრცხვენია -  ხანდახან;

უარვყოფ -  ყველაფერს რასთან შეხებაც არ მაქვს

ვავადმყოფობ - კლიმატის ცვალების დროს

ვმალავ - პირად ისტორიებს;

ვინახავ - ყველაფერს რაც ძვირფასია

მწამს - ერთ დღეს ,,გავფრინდებით“;

მიკვირს - ადამიანების;

მიხარია - როცა საჩუქარს მჩუქნიან;

ვჭორაობ -  მხოლოდ ჩემს დასთან; 

ვდარდობ -  ყოველთის, ამის მხოლოდ დანახვაა საჭირო

ვამაყობ - იმით ვინც ვარ მე

ვაკეთებ - ყველაფერს რაც შემიძლია;

ვეფერები -  ჩემი ბრჭყვიალეების კოლექციას;

მსიამოვნებს -  სიმღერა და წერა;

მესიზმრება -  ჩემი იწგნის გაგრძელლება;

ვეხმარები -  ადამიანებს, შეცვალონ ცხოვრება;

ვეწევი -  ქველმმოქმედებას

მწყინს -  ყველაფერი

ვხარჯავ -  სხვებისთვის;

ვღალატობ - არავის

ვკამათობ - როცა ღირსეულ ოპონენტს ვხედავ;

ვუხეშობ - ცემდაუნებურად

ვუსმენ - ყველას

ვყოყმანობ - ნებისმიერი გადაწყვეტილების წინ

ვკითხულობ - ყველაფერს ფსიქოლოგიაზე;

ვამზადებ - საკუთარ თავს;

ვუყურებ - ,,მძიმე დანაშაულს“; 

ვკლავ -  სტერეოტიპებს, ჯერ ჩემს თავში; 

ვაფუჭებ - ყველაფერს რაც გასაფუჭებელია;

ვცხოვრობ - არეულ სახლში;

ვცემ -  მხოლოდ სიტყვიერად

ვყვირი -  არასდროს;

ვმღერი -  განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაზე მეტად მიჭირს; 

ვასრულებ -  როცა უკვე გაგრძელებას აზრი არ აქვს

დავდივარ -  ბედნიერი სახით;

ვმკურნალობ -  არაფერზე; 

ვერიდები -  დაპირისპირებას

ვთამაშობ -  PUBG mobile-ს;

ვიტყუები -  არასდროს

ვეთაყვანები -  საკუთარ თავს;

ვგიჟდები –  მაშინ როცა ყველა წყნარადაა;

მიყვარს -  არეულობა

ვოცნებობ -  ვიყო წარმატებული ფსიქოლოგი; 

ვფიქრობ -  ჩემს ოცნებას ახდენა უწერია;

მძულს -  როცა ვინმეს მადარებენ

ვნანობ -  როცა საბაბს მაძლევენ

კმაყოფილი ვარ -  ჩემი თავით; 

მენატრება -  ბებოსთან ერთად სიმღერა; 

მსურს - იმედები არ გავუცრუვო ჩემს ახლობლებს

ვაგროვებ - ძვირფას მოგონებებს; 

ვიხდი - როცა აფასებენ:

ვეჭვიანობ -  ყველაფერზე, განსაკუთრებით მეგობრებზე;

„ვკაიფობ" -  ფხიზელი;

ვიზიდავ -  მაშინ როცა რაიმე ღირებულს ვქმნი

ვალამაზებ - შეძლებისდაგვარად ადამიანურ ურთიერთობებს;


 

გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები 

 


ავტორი: მარეხი ჩარქსელიანი
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი