მინდია ჩარქსელიანი არის ფოტოგრაფი და გახლავთ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარიდან:
მაღიზიანებს - აგრესია;
ვგრძნობ - ცხოვრებას;
მეშინია - ვერ მოვასწრო;
ვიცი - ცოტა რამ;
არ ვიცი - ბევრი რამ;
შემიძლია - რაც ვიცი;
ვკარგავ - დროს;
მშურს - ფრინველების;
ვემალები - არავის და არაფერს;
ვემტერები - გამოუვალ მდგომარეობას;
მაინტერესებს - ახალი;
არ მაინტერესებს - როგორი ამინდი იქნება ხვალ;
მახსოვს - მოგზაურობა აფხაზეთში;
მრცხვენია - ვერაფრით გავიხსენე რისი მრცხვენია;
უარვყოფ- არაფერს;
ვავადმყოფობ - ფოტოგრაფიით;
ვმალავ - საიდუმლოს;
ვინახავ - წამს;
მწამს - სიყვარულის;
მიკვირს - კოსმოსი;
მიხარია - წარმატება;
ვჭორაობ - ხოლმე;
ვდარდობ - ხშირად;
ვამაყობ - არაფრით;
ვაკეთებ - რაც კარგად გამომდის;
ვეფერები - ნაზად;
მსიამოვნებს - იმის კეთება, რაც კარგად გამომდის;
მესიზმრება - სიზმრები;
ვეხმარები - ვისაც უნდა რომ დავეხმარო;
ვეწევი - აღარ ვეწევი;
მწყინს - წარუმატებლობა;
ვხარჯავ - ენერგიას;
ვღალატობ - ჩემს თავს;
ვკამათობ - კამათისთვის;
ვუხეშობ - ხოლმე;
ვუსმენ - მეფეს;
ვყოყმანობ - მნიშვნელოვანზე;
ვკითხულობ - ყველაფერს;
ვამზადებ - გემრიელად;
ვუყურებ - სულ;
ვკლავ - არავის;
ვაფუჭებ - არაფერს;
ვცხოვრობ- ჩემს ცხოვრებას;
ვცემ - ბოლთას;
ვყვირი - ხმადაბლა;
ვმღერი - გულში;
ვასრულებ - საშინაო დავალებებს;
დავდივარ - ფეხით;
ვმკურნალობ - იარებს;
ვერიდები - წყენას;
ვთამაშობ - ჩემს როლს;
ვიტყუები - იშვიათად;
ვეთაყვანები - სათაყვანებელს;
ვგიჟდები – ვარსკვლავებზე;
მიყვარს - დედამიწა და ადამიანები;
ვოცნებობ -მოგზაურობაზე;
ვფიქრობ - სულ;
მძულს - ძილი;
ვნანობ- გადაწყვეტილებებს;
კმაყოფილი ვარ - თითქმის არაფრით;
მენატრება - ბავშვობა;
მსურს - მეტი თავისუფლება;
ვაგროვებ - მოგონებებს;
ვიხდი- ბოდიშს;
ვეჭვიანობ - იშვიათად;
„ვკაიფობ“ - ცხოვრებით;
ვიზიდავ - დედამიწის ცენტრს;
ვალამაზებ - სახლს.
გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები