"თითოეული მაღაროელის სიცოცხლე ყოველდღე უდიდესი საფრთხის ქვეშ დგას" -ნინო ბურჯანაძე

25 May 2019 20:33

ჭიათურაში სიტუაცია მძიმეა. მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიცაა შრომის უფლებები, უსაფრთხოება და ღირსეული ანაზღაურება, რადგან მათი სიცოცხლე ყოველდღე უდიდესი საფრთხის ქვეშ დგას, - ასე გამოეხმაურა ,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვის ფაქტს. 

როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, ხელისუფლება ვალდებულია ჭიათურის მაღაროელების მოთხოვნა სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს

. „როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამოდის და აცხადებს, რომ თურმე ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი, პრემიერს ისიც კარგად უნდა ესმოდეს, რომ თითოეული მაღაროელის სიცოცხლე ყოველდღე უდიდესი საფრთხის ქვეშ დგას და სწორედ ამიტომ ეს ადამიანები მეტ პატივისცემას და ღირსეულ დამოკიდებულებას იმსახურებენ როგორც ხელისუფლებისაგან, ასევე საზოგადოებისაგან. სანაცვლოდ მაღაროელები ცინიზმს და უპატივცემლობას იღებენ. უფრო მეტიც, გაფიცულებს არსებული ხელფასიც კი შეუწყვიტეს, რადგან საპროტესტო აქციები გამართეს. ეს არ არის სახელმწიფო და ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი მოქალაქეების ინტერესს ითვალისწინებს და ზრუნავს“, - განაცხადა ბურჯანაძემ. იგი ასევე გამოეხმაურა ჭიათურის მოსახლეობის შუალედურ არჩევნებში ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლის გამარჯვებას. „მინდა, მოსახლეობის არჩევანსაც გამოვეხმაურო: მაღაროელები ჭიათურელი ხალხისაგან ნამდვილად იმსახურებდნენ მეტ თანადგომას და სოლიდარობას, რადგან ეს ქალაქი სწორედ თითოეული მაღაროელის შრომაზე და სიცოცხლეზე დგას", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე. აღნიშნულ ინფორმაციას „დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელე/

ipn.ge


კომენტარები:

ფართი შოპი