"ქართულმა ოცნებამ" თავისი ასაღები აიღო, დანარჩენი ხმა არის ოპოზიციის" - რომან გოცირიძე

23 May 2019 19:39

იქნება იგივე მობილიზება, რაც იყო ზუგდიდში, იქნება ყველანაირი მხარდაჭერა მათ შორის ორგანიზაციული, მონაწილეობა საარჩევნო აგიტაციაში და ა.შ. - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა.


ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მთაწმინდის ოლქის მეორე ტურში გამარჯვებას შალვა შავგულიძე მოიპოვებს, ვინაიდან საერთო ოპოზიციური ხმები შავგულიძის სასარგებლოდ გადანაწილდება.


"იქნება იგივე მობილიზება, რაც იყო ზუგდიდში, იქნება ყველანაირი მხარდაჭერა, მათ შორის ორგანიზაციული, მონაწილეობა საარჩევნო აგიტაციაში და ა.შ. "ქართულმა ოცნებამ" პირველ ტურში თავისი ასაღები აიღო, დაახლოებით 40%-მდე, დანარჩენი ხმა არის ოპოზიციის. კოლექტიური ხმებით გაიმარჯვებს შალვა შავგულიძე ამ არჩევნებში, ვინაიდან პირველი ტურის შემდეგ ამომრჩეველთა ჯამური ხმა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მიიღო "ქართულმა ოცნებამ,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

IPN.ge


კომენტარები:

ფართი შოპი