"რა მოხდა ახალი? რაც საპრეზიდენტო არჩევნებში არ მოხდა?!" - გიგა ბოკერია

22 May 2019 00:16

ძალიან მცდარი და საზიანო გზავნილი არის ნებისმიერი ოპოზიციური ლიდერისგან, მათ შორის სააკაშვილისგან, რომ არჩევნებს აზრი აღარ აქვს, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურმა ლიდერმა ბრაზი და წყენა გვერდზე უნდა გადადოს და გამოსავალი შესთავაზოს ყველას.


,,ეს დიდი შეცდომაა რბილად რომ ვთქვათ. რა მოხდა ახალი? რაც საპრეზიდენტო არჩევნებში არ მოხდა?! იმისგან განსხავებული პრინციპულად არაფერი მომხდარა... განსაკუთრებით სამარცხვინო სურათი იყო ზუგდიდში! ამას არ უნდა შეეგუოს საზოგადოება, მაგრამ ამას უნდა ვუპასუხოთ არა არჩევნების მიმართ გულის აცრუებით(რაც კიდევ უფრო გაუადვილებს ივანიშვილს ამოცანას), ამას უნდა დავუპირისპირდეთ კიდევ მეტი ადამიანის მოტივირებით, რომ უნდა მივიდეს არჩევნებზე, რომ ეს მეთოდი საკმარისი არ აღმოჩნდეს. მშვიდობიანი პროტესტი და გამოსვლები ნორმალური მოვლენაა, არავინ მინდა გაიგოს, რომ თითქოს, თუნდაც მწვავე შინაარსის მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგი ვართ, ოღონდ, ეს უნდა იყოს გააზრებული და სწორად დაგეგმილი. ეს არ უნდა იყოს წარმოჩენილი, როგორც არჩევნების ალტერნატივა. როცა პოლიტიკური ლიდერი ხარ, უნდა ეს ბრაზი და წყენა გვერდზე გადადო და გამოსავალი შესთავაზო ყველას. ეს არის მძიმე შეცდომა, რომელიც ოლიგარქ, ვციტირებ იმ ადამიანებს, რომლებიც ასე საუბრობენ, ივანიშვილს, რომელმაც ჩიხში შეიყვანა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა და რომლის მშვიდობიანად ხელისუფლებიდან ჩამოცილებაც არის ეროვნული ინტერესი, სწორედ მას უადვილებს ამოცანას ამ ტიპის გზავნილები, რომ ლეგიტიმური ბრაზის გამო ადამიანებმა გული აიცრუონ და არ მოვიდნენ არჩევნებზე“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი