"დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ საბოლოოდ გავიმარჯვებთ" - მამუკა მდინარაძე

20 May 2019 19:13

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატი ლადო კახაძე დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.



მდინარაძის თქმით, მთაწმინდაზე მეორე ტურის საჭიროება ამომრჩევლის დაბალი აქტივობიდან გამომდინარე დადგა.



„ერთადერთი ოლქი იყო მთაწმინდა, სადაც მეორე ტური გახდა საჭირო, რომ იქაც დამაჯერებლად გავიმარჯვოთ. გუშინ საკმაოდ დაბალი აქტივობა იყო და პრაქტიკულად ეს გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა „ ქართული ოცნების“ კანდიდატმა, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ საბოლოოდ გავიმარჯვებთ და ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად დაამარცხებს მეორე ტურში თავის კონკურენტს მთაწმინდის ოლქში“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

IPN.ge


loading...

კომენტარები:

ფართი შოპი