"საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან, გადაედება მთელ ქვეყანას და დამთავრდება ივანიშვილის სასახლესთან" - სანდრა რულოვსი

20 May 2019 14:59

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან, გადაედება მთელ ქვეყანას და დამთავრდება შუშის სასახლესთან, ივანიშვილის სასახლესთან.


ჩვენ მოვითხოვთ მის წასვლას ამ ქვეყნიდან, უნდა დაგვანებოს თავი, იმიტომ, რომ მისი მოქმედება, მისი ე.წ. მმართველობა არის ყველასთვის ყველანაირ ზღვარს გადასული. ჩვენ ივანიშვილს აღარ უნდა ჩავატარებინოთ არჩევნები, არ შეუძლია, არ ატარებს არჩევნებს. ამიტომ, ჩვენ ყველა უნდა დავირაზმოთ, არ დავტოვებ არცერთ ქუჩას, სოფელს, ყველანი ერთად ხელიხელჩაკიდებულები უნდა მივიდეთ თბილისამდე და მოვიშოროთ ივანიშვილი. საპროტესტო ტალღა უკვე დაწყებულია და ჩვენ ჩვენს მეგობრებთან ერთად, მთელ გუნდთან ერთად ჩამოვყალიბდებით, რომელი რეგიონებიდან დავიწყებთ, მაგრამ ყველგან ვიქნებით და ხალხის ძალას ვაჩვენებთ ივანიშვილს, რადგან არჩევნები ამ ქვეყანაში არ ტარდება და ივანიშვილის გარეშე უნდა გავაგრძელო ამ ქვეყნის გადარჩენა და აღმშენებლობა."

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი