"ვის მოსყიდვასაც შეეცდებიან, "რუსთავი2" სთავაზობს 1000 ლარიან ჯილდოს ამის გაცხადებისთვის"- ნიკა გვარამია

19 May 2019 12:44

„რუსთავი 2 ის სახელით, როგორც მისი გენერალური დირექტორი ვაცხადებ, რომ ყველა ადამიანს ვის მისყიდვასაც შეეცდებიან, ვისაც წაართმევენ პასპორტს ან სხვაგვარად შეეცდებიან არჩევნების გაყალბებას, რუსთავი 2 სთავაზობს 1000 ლარიან ჯილდოს ამის გაცხადებისთვის. ყველა ადამიანი, რომელიც ეთერში მოიტანს ინფორმაციას დადასტურებულს რაიმე ფორმით, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა არჩევნების გაყალბების მიზნით, ეს ადამიანი მიიღებს ჯილდოდ 1000 ლარს რუსთავი 2-გან. ეს არის ოფიციალური განცხადება, ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით და ამას ვაცხადებ აბსოლუტურად საღ გონებაზე მყოფი. რუსთავი 2 აწესებს ჯილდოს 1000 ლარის ოდენობით თითოეულ ადამიანზე, რომელიც მოიტანს ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ ყალბდება არჩევნები ნებისმიერ უბანზე იქნება ეს ზუგდიდში, მთაწმინდაზე, ზესტაფონში, ხულოში, გურიაში, მარნეულში თუ ნებისმიერ სხვა ადგილზე“.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი