„მრცხვენია, ბევრი უღირსი რომ ქართველია“- ერმილე ნემსაძე: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

17 May 2019 01:08

ერმილე ნემსაძე არის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარიდან და გახლავთ ომის მონაწილე, სამოქალაქო განათლების და ინფორმატიკის სპეციალისტი:


მაღიზიანებს - ყველაფერი ფსევდო და ყალბი;

ვგრძნობ - ყოველგვარ უანგარობას

მეშინია - ახლობელი ადამიანების დაკარგვის (გარდაცვალების)

ვიცი - ვინ ვარ და რა შემიძლია

არ ვიცი - ძალიან ბევრი რამე

შემიძლია - ბოლომდე ბრძოლა

არ შემიძლია - რაც დაუწერელ კანონს არღვევს.

ვმეგობრობ - ადამიანებთან და ცხოველებთან J

ვაპატიებ - თუ გულწრფელ აღიარებას და სინანულს დავინახავ

ვტირი - როდესაც სატირალია

ვიცინი - როდესაც გულწრფელად სასაცილოა

ვეძებ - ნამდვილ ადამიანებს

ღირსი ვარ - რისიც ვარ, მაძლევს უფალი

ვჩხუბობ - ხშირად

ვკარგავ - ხშირად სანთებელას

მშურს - ერთად ერთი რამის: ხშირად იქეიფო და წონაში არ მოიმატო.

ვემალები - არაფერს

ვემტერები - ბევრ რამეს

მაინტერესებს - ისტორია, ლიტერატურა, ბუნება შემეცნებითი სამყარო.

არ მაინტერესებს - ჭორი

მახსოვს - მე და ჩემ ქვეყანას ვინ მყავდა გაჭირვებაში, ვინ არა და ვინ ჩაგვაგდო.

მრცხვენია - ბევრი უღირსი რომ ქართველია

უარვყოფ - რაც უარსაყოფელია

ვავადმყოფობ - მონატრებით

ვმალავ - არაფერს

ვინახავ - ყველა ტკბილ მოგინებას

მწამს უფლის სამართლის

მიკვირს - აღარაფერი

მიხარია - სამართლის ზეიმი

ვჭორაობ - არაფერზე

ვდარდობ - სამშობლოზე

ვამაყობ - წინაპრებით და მეგობრებით, რომლებიც გმირებად იქცნენ.

ვაკეთებ - რაც სწორად მიმაჩნია

ვეფერები - დედას, ბავშვს, მეგობრებს, ქალს, ძაღლს და ხარს

მსიამოვნებს - სამართლიანად და დამსხურებულად მიღწეული ყველა წარმატება.

მესიზმრება - სამოთხეც და ჯოჯოხეთიც

ვეხმარები - ვისაც ჭირდება და შემიძლია

ვეწევი - ნაღდ თუთუნს

მწყინს - ყველაფერი რაც საწყენია განსაკუთრებით უმადურობა

ვხარჯავ - ენერგიას და ფულს

ვღალატობ - არავის და არაფერს

ვკამათობ - ყველაფერზე რაც არასწორად მიმაჩნია

ვუხეშობ - როდესაც საჭიროდ მიმაჩნია

ვუსმენ - გამოცდილი ადამიანებს და გემოვნებიან მუსკიას

ვყოყმანობ - ნაადრევი დასკვნისგან თუ სრულად ინფორმაცია არ მაქვს

ვკითხულობ - ყველაფერს, რაც მაინტერსებს.

ვამზადებ - ბევრ რამეს ოღონდ ჩემებურად

ვუყურებ - შემეცნებით გადაცემებს

ვკლავ - ადამიანში არსებულ ცხოველს

ვაფუჭებ - ბევრ რამეს

ვცხოვრობ - როგორც სწორად მიმაჩნია

ვცემ - პატივს ვინც საცემია

ვყვირი - თითქმის ყოველთვის, როდესაც საყვირალია

ვმღერი - როდესაც ბედნიერების შეგრძნება მაქვს

ვასრულებ - ჩემ პრინციპებს

დავდივარ - იმ გზით, რომელიც სწორად მიმაჩნია

ვმკურნალობ - „პახმელიას“

ვერიდები - ყალბ ადამიანებს

ვთამაშობ - Warcraft the Frozentrone (სტრატეგიული, კომპიუტერული თამაში)

ვიტყუები - თუ იმ მომენტში ტყუილი სიმართლეზე ძვირფასია.

ვეთაყვანები - არავის და არაფერს

ვგიჟდები – არაფერზე

მიყვარს - ბევრი რამე 

ვოცნებობ - ერთიან და ძლიერ საქართველოზე

ვფიქრობ - ბევრ რამეს

მძულს - ყველაფერი უღირსი ადამიანები და საქციელი

ვნანობ - თუ ვინმესთვის დაუმსახურებლად მიწყენინებია.

კმაყოფილი ვარ - როცა უანგარო სიკეთეს ვხედავ

მენატრება - ბავშობა და სავსე სოფელი

მსურს - ბევრი რამ

ვაგროვებ - ტკბილ მოგონებებს

ვიხდი - გადასახადებს და ტანსაცმელს ძილის წინ.

ვეჭვიანობ - არ მახასიათებს

ვკაიფობ“ - ჭეშმარიტ ქართული სუფრით და ლაშქრობით ბუნებაში

ვიზიდავ -  რეგვენ ადამიანებს უხვად

ვალამაზებ - ბევრი ადამიანის ცხოვრებას

 

 

გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები

 

ავტორი: მარეხი ჩარქსელიანი
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი