"პირადად ივანიშვილს ვეუბნები, რომ არც დაშინება და არც მოსყიდვა მას არ უშველის" - თინათინ ბოკუჩავა

14 May 2019 21:46

მინდა, პირადად ივანიშვილს ვუთხრა, რომ არც დაშინება, არც მოსყიდვა, მას არ უშველის, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.



თინა ბოკუჩავას განცხადებით, პირადად ივანიშვილს აქვს ბრძანება გაცემული, რომ „ყველანაირი ბინძური მეთოდებით“ გაიმარჯვოს არჩევნებში.



„დიდი ხანია, რაც პირადად ბიძინა ივანიშვილისგან არის დავალება გაცემული, მოსყიდვის, დაშინების და ყველა ბინძურ მეთოდებზე წასვლის, რათა გაიმარჯვოს შუალედურ არჩევნებში, განსაკუთრებით ზუგდიდში. ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ მისი ზუგდიდში დამარცხება იქნება წინაპირობა მისი საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხების. მინდა, პირადად ივანიშვილს ვუთხრა, რომ არც დაშინება, არც მოსყიდვა, მას არ უშველის. მოსახლეობა თავის სწორ არჩევანს აუცილებლად გააკეთებს 19 მაისს, ამის გარანტია ვიქნებით ჩვენ, გაერთიანებული ოპოზიცია", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

IPN.ge

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი