"5000 კაცი გვყავს ზუგდიდში მობილიზებული, არჩევნების დღეს ვერავინ გაბედავს უხეშობას" - რომან გოცირიძე

14 May 2019 21:40

ხუთი ათასი კაცი გვყავს ზუგდიდში მობილიზებული და ნახავთ, რომ ჭაჭანებაც არ იქნება პროვოკატორების, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა.


დეპუტატის განცხადებით, გაერთიანებულ ოპოზიცია მაქსიმალურად მობილიზებულია, თუმცა აცხადებს, რომ მოსყიდვის ფაქტები ფარულად მიმდინარეობს, რომლის აღკვეთაც შეუძლებელია.


"ხუთი ათასი კაცი გვყავს ზუგდიდში მობილიზებული და ნახავთ, რომ ჭაჭანებაც არ იქნება პროვოკატორების. არჩევნების დღეს ვერავინ გაბედავს უხეშობას. მთელი რესურსები იქნება მობილიზებული. სამწუხაროდ ის, რაც ჩუმად ხდება, ოჯახებში კარტოფილების დარიგება, ამას ბუნებრივია, ჩვენ ვერ აღვკვეთთ. ამიტომ არჩევნებამდე ხდება არჩევნების გაყალბება. ხალხის სიმრავლე ნებისმიერი რაოდენობის გაყალბებას სჯობნის", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

IPN.ge

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი