"მაქსიმალურად ახლოს ვიქნები მოსახლეობასთან, რომ დროულად მოხდეს მათი პრობლემების მოგვარება"-გიორგი შენგელია

14 May 2019 21:31

მაქსიმალურად ახლოს ვიქნებით მოსახლეობასთან, რომ მოკლე ვადებში მოხდეს მათი პრობლემების მოგვარება, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ კოლხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯვაროს უბანში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა ადგილობრივებთან საუბრისას ყურადღება იმ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და კერძოდ, საჯვაროს უბანში მიმდინარეობს.


"საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შევხვდით საჯვაროს უბნის მოსახლეობას. ადგილობრივებს ძირითადად საგზაო ინფრასტუქტურა, სანიაღვრე არხები და საბავშვო მოედნების პრობლემა აწუხებთ. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები და განსაზღვრულია ვადები ამ სამუშაოების შესასრულებლად. ჩვენ მაქსიმალურად ახლოს ვიქნები მოსახლეობასთან, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს მათი პრობლემების მოგვარება", - განაცხადა გიორგი შენგელიამ.


შეხვედრას სამეგრელო-ზემო სავნეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური და დეპუტატები ესწრებოდნენ.


loading...

კომენტარები:

ფართი შოპი