„ქართული ოცნება“ შესაცვლელია არჩევნების გზით, არა ნაციონალური რევანშით"-დავით უსუფაშვილი

14 May 2019 20:49

არ მოვსულვარ არაფერში გასაერთიანებლად, მოვედი მოსასმენად, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმაჟურნალისტებს მოძრაობის „დაიცავი საქართველო” შეკრებაზე დასწრების მიზეზის განმარტებისას განუცხადა. უსუფაშვილის თქმით, მან მოწვევა დავით მაღრაძისგან მიიღო და ფილარმონიაში სწორედ ამიტომ მივიდა.


„დავით მაღრაძემ შემომთავაზა მოსვლა და მოსმენა. მოვედი და მოვუსმენ. ასევე, ვუსმენ ყველას, ვინც თვლის, რომ „ქართული ოცნება“ შესაცვლელია არჩევნების გზით, არა ნაციონალური რევანშით ან რუსული ზღაპრებით. არ მოვსულვარ არაფერში გასაერთიანებლად, მოვედი მოსასმენად", - განაცხადა უსუფაშვილმა.


ჟურნალისტების კითხვაზე, „დაიცავი საქართველოს” პოლიტიკურ გაერთიანებად გარდაქმნის შემთხვევაში, ითანამშრომლებს თუ არა „შენების მოძრაობა“ მასთან, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ თემატურად „შენების მოძრაობა“ ბევრ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.


„20-ზე მეტი პოლიტიკური ძალა ერთად ვაგროვებთ ხელმოწერებს პროპორციული არჩევნების მოთხოვნით. იქ არიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ნატოს კურსში ეჭვის შემპარველი ხალხიც და ბევრი სხვა, მაგრამ გვაერთიანებს ის, რომ პროპორციულ არჩევნებს ვითხოვთ ყველა. თუ ამ პოლიტიკურ პროცესს შემოუერთდება ახალი სუბიექტი, ის თავად განსაზღვრავს თავის პოზიციონირებას და ადგილს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

Ipn.ge


კომენტარები:

ფართი შოპი