ბაღდათის მერმა, "საჩუქრის" სახით, ძმისა და დეიდაშვილისაგან 80 ათასი ლარი მიიღო

11 May 2019 01:23

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ გოგსაძემ, თავისი მერობის სამ წელიწადში, საჩუქრის სახით, დაახლოებით, 80 ათასი ლარი მიიღო.


კერძოდ:

✔️ 2018 წელს - 4500 ლარი და 11 025 აშშ დოლარი, ძმისგან;

✔️ 2017 წელს - 25 000 ლარი, ასევე ძმისგან;

✔️ 2016 წელს - 10 000 ლარი კვლავ ძმისგან, ხოლო მორიგი 10 000 ლარი დეიდაშვილისგან.


ერთი შეხედვით, თითქოს აღსანიშნი არაფერია ზემოთაღნიშნულ „ქველმოქმედებაში“, რომ არა ის გარემოება, რომ თავად ბაღდათის მერის ოჯახმა, გასულ წელს, შემოსავლის სახით  - 58 354 ლარი მიიღო, საიდანაც 31 800 ლარი არჩილ გოგსაძის შემოსავალია, ხოლო 26 554 ლარი მისი, მეუღლის, ნათია აზარაშვილის, რომელიც ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერის და ბალეტის თეატრში კონცერტმაისტერი, ხოლო სახელობის თბილისის კონსერვატორიაში ასოცირებული პროფესორი გახლავთ. აღსანიშნავია, რომ ბაღდათის მერის ოჯახის წლიური შემოსავალი, ბოლო სამ წელიწადში 50 ათასიდან, 60 ათასამდე მერყეობს, ისევე, როგორც ყოველწლიური ფულადი საჩუქრები.


არჩილ გოგსაძის ოჯახის მფლობელობაშია, ორი მსუბუქი ავტომანქანა - ერთი - Lexus LX470 2015, 12 000 აშშ დოლარის ღირებულების, თავად მერის მფლობელობაში, ხოლო მეორე - Lexus RX300 2010, 10 000 აშშ დოლარის ღირებულების მისი მეუღლის მფლობელობაში.


ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, ასევე ფლობს ორ საცხოვრებელ ბინას:


✔️ თბილისში, ყაზბეგის გამზ. 20ა, ბინა 28, 99 კვ.მ

✔️ თბილისი, ყაზბეგის გამზ 20ა, ბინა 26, 54 კვ.მ


ბაღდათის მერი, ასევე ფლობს სანადირო თოფს  - Bernardelli, რომელიც 2009  წელს შეიძინა 4300 ევროდ.


ბაღდათის მერს, მიმდინარე წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ მისი ოჯახი ფლობს 3 500 აშშ დოლარის ოდენობის დანაზოგსაც, რომლის ოდენობაც, გასულ წელს 6 840 აშშ დოლარი იყო, ხოლო, 2016 წელს 5 500 აშშ დოლარი.  


რატომ გაუჩნდათ, რეგიონის პირობებში მაღალშემოსავლიანი ოჯახისთვის, ზემოთაღნიშნული ოდენობის ფულადი საჩუქრის გაკეთების სურვილი ძმას და დეიდაშვილს, რომელთა შემოსავალიც, დიდად არ აღემატება ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ გოგსაძის ოჯახის შემოსავალს, გაუგებარია.


საინფორმაციო პორტალი "მხარე", აგრძელებს, როგორც ბაღდათის მერის, ასევე ბაღდათის მერის ძმის და დეიდაშვილის საქმიანობების შესწავლას. აღნიშნულ საკითხს, მოკვლევის შედეგებით, უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით.



ავტორი: დიანა ლიპარტელიანი
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი