"მე არ ვარ ეკონომიკის მინისტრი, არ ვიცი პანკისში ჰესი რა პირობებში უნდა აშენდეს" - გიორგი გახარია

10 May 2019 17:37

სხვადასხვა უწყებების მიერ, არ იყო საკმარისი ანალიზი და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც სამწუხაროა. ჩვენ ვაანალიზებთ ყველაფერს, აქ არ არის საუბარი მხოლოდ ერთ დღეზე, საუბარია ყველაფერ იმაზე, რაც ამას უძღვოდა წინ, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პანკისის ხეობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.


„როგორც ჩანს, სხვადასხვა უწყებების მიერ, მათ შორის, შსს-ს მხრიდანაც არ იყო საკმარისი ანალიზი და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც სამწუხაროა და რომელიც არ უნდა მიგვეღო. რაც შეეხება ინვესტორის ინტერესებს, რა თქმა უნდა, ჩვენი პირველი ნაბიჯები განსაზღვრული და განპირობებული იყო ინვესტორის დაცვიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, რომ მე არ წარმოვადგენ ეკონომიკის სამინისტროს და რა კრიტერიუმებით და რა პირობებში უნდა აშენდეს ჰესი არ არის ჩემი კომპეტენცია. შსს-ს უფლებამოსილება გახლავთ ის, რომ იქ, სადაც არსებობს სახელმწიფოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა და მშენებელი იწყებს ფუნქციონირებას, შსს-მ დაიცვას მართლწესრიგი და უსაფრთხოება ამ ხალხის. ეს არის ჩვენი ამოცანა, რასაც პანკისში ვასრულდებდით. თუმცა პასუხისმგებლობა ყველას თავისი სეგმენტის ნაწილში აქვს და როგორც ჩანს, ჩვენს ნაწილშიც არასაკმარისი ანალიზი იყო გაკეთებული. ჩვენ ვაანალიზებთ ყველაფერს, აქ არ არის საუბარი მხოლოდ ერთ დღეზე,საუბარია ყველაფერს იმაზე, რაც ამას უძღვოდა წინ - ერთი თვე, ერთი წელი და შესაბამისად, ჩვენს დასკვნებს წარვუდგენთ საზოგადოებას“,- განაცხადა გახარიამ.

IPN.ge

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი