"ჩვენ გავხდით პატარა სოფელი, არადა ვიყავით ყველაზე მაგარი ქვეყანა რეგიონში"- სააკაშვილი

10 May 2019 01:48

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს გარეშე ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მემორანდუმის გაფორმებას ეხმაურება:


"არაფერი საწყენი და არაფერი გასაბრაზებელი არ გვაქვს აზერბაიჯანელებზე და თურქებზე. მე რომ ვიყო მათ ადგილზე, მეც არ ჩავთვლიდი ამათ არაფრად. ყველა თავის თავს პატივს სცემს, ჩვენ ვართ იქ ზუსტად, სადაც მიგვიჩინა ადგილი ივანიშვილმა. ჩვენ გავხდით პატარა სოფელი, არადა ვიყავით ყველაზე მაგარი ქვეყანა რეგიონში და ასევე მსოფლიოს მასშტაბით ნომერ პირველი რეფორმატორი, ეს არის შედეგები. რუსეთი გვკეტავს, შემოძვრა იქიდან, რათა მოგუდოს ეს და უკვე მოგუდა ლაზიკის პორტი".

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი