"არ უნდათ ეკლესია უკეთესი იყოს, არამედ უნდათ ეკლესია იყოს გეტოს მდგომარეობაში"- დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

06 May 2019 10:23

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე პოლიტიკურ წრეებსა და არასამთავრობო სექტორში კრიტიკისა და განხილვის საკითხად იქცა. ამასთან დაკავშირებით გადაცემა "იმედი LIVE"-ში დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ ისაუბრა.


დეკანოზის განცხადებით, მათ კრიტიკის უფლება რა თქმა უნდა აქვთ, მაგრამ ეკლესია თავდასხმის ობიექტი ხდება გარკვეული ჯგუფების მხრიდან:


"ტექსტი არის რელიგიური, პატრიარქის ეპისტოლე არის მიმართვა ერისადმი, ვისაც სწამს ქრისტესი. ამ დროს გამოდის პოლიტიკოსების ნაწილი, რომელიც აკრიტიკებს რელიგიურ ტექსტს, თუ არ გწამს უბრალოდ არ მიაქციო ყურადღება", - განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.


სასულიერო პირის თქმით, თანამედროვე ცხოვრებას თანამედროვე გამოწვევები მოაქვს. "ეკლესია ვალდებულია იცხოვროს ნებისმიერ გარემოში. და ამ მდგომარეობაში, როცა რიგი არასამთავრობოებისა როცა იწყებს თავდასხმას ეკლესიაზე, ეს რეალობაა და ამას ჩვენ ვიღებთ როგორც ნორმალურ მდგომარეობას. ნებისმიერი დარტყმა არსებობს და მას სჭირდება ადეკვატური პასუხი, არ მოვდუნდებით და შევხედავთ ჩვენ თავს კრიტიკულად. უბრალოდ არ არის სწორი კრიტიკა და მიმართული კრიტიკა. ეს არ არის შიგნით გამოწვეული კრიტიკა. ეკლესიას სჭირდება შიდა კრიტიკა, მაგრამ აქ არის გარედან დარტყმა, არ უნდათ რომ ეკლესია უკეთესი იყოს, არამედ უნდათ, რომ ეკლესია იყოს გეტოს მდგომარეობაში", - თქვა დეკანოზმა.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი