5 მაისს, ნიკა ძამიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

05 May 2019 15:02

5 მაისს. ნოდარ დუმბაძის სახელობის პარკი "მზიური"-ში, კაფეს მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა ძამიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.


"ადგილზე შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ნახატი, ან თქვენს სახელზე დროებით შეინახოთ.

აქვე იდგმება ყუთი, სადაც სურვილისამებრ, შეგიძლიათ გაიღოთ შესაწირი ჩემთვის საღებავების, ტილოსა და სხვა სამხატვრო ნივთების შესაძენად.


გისურვებთ სასიამოვნოდ გაგეტარებინოთ დრო!"- აღნიშნავენ გამოფენის ორგანიზატორები. 


გამოფენა 15:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათამდე გასტანს. 


კომენტარები:

ფართი შოპი