იმერეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

03 May 2019 15:29

იმერეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა. 

მამუკა ბახტაძის თქმით, ტაბატაძე პროფესიას დაუბრუნდა.  თუმცა პრემიერს არ დაუკონკრეტებია სად გააგრძელებს მუშაობას იმერეთის ყოფილი  გუბერნატორი. 

გუბერნატორად დანიშვნამდე პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე 20 წელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი