გიორგი გახარია: აქ ვარ და რამდენიც სალაპარაკოა იმდენი ვილაპარაკოთ

21 Apr 2019 16:49

პანკისში შეტაკების ადგილზე გიორგი გახარია მივიდა. ის ადგილობრივებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. 


"აქ ვარ და რამდენიც სალაპარაკოა იმდენი ვილაპარაკოთ. არავინ არ დაუშვებს საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევას,"-განაცხადა გიორგი გახარიამ. 


შს მინისტრი აცხადებს, რომ  დილით ადგილზე მხოლოდ 35 პოლიციელი იყო, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ადგილზე დილიდან მაშინ, როდესაც ჰესის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო, სპეცრაზმი იყო მობილიზებული. 


ამ წუთებში პანკისის ხეობაში ვითარებით შედარებით მშვიდია. თუმცა ადგილზე რჩებიან აქციის მონაწილეები და ასევე სპეცრაზმი. ცოტა ხნის წინ თემის უხუცესმა მიმართა მოსახლეობას და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა. 


ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი არ დაუშვებენ ჰესის მშენებლობას. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კონფლიქტის პ პროვოცირება თავად სამართალდამცავებმა მოახდინეს.


„იდგნენ ბიჭები, ვიღაცამ რაღაც გააკეთა. ვინც წყნარად იდგა იმათ სცემეს და მერე დაიწყო ეს შეტაკება. მაგათ გაუშვეს ტყვიები და გაზი. და მერე ხალხი აღელდა და ქვები ისროლეს,“-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.


ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლებას საკუთარი ინტერესები აქვთ თუმცა ისინი მზად არიან იბრძოლონ.


„ნახავენ რასაც მოიგებენ. თავის ჯიბისთვის და ციხე-სიმაგრეებისთვის არიან მოსულები. დავიხოცებით მაგრამ არ ეღირსებიან ჰესს,  სანამ ერთი ქისტი იქნება,“-აცხადებენ ადგილობრივები. 

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი