სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პანკისის ხეობაში - ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

21 Apr 2019 16:37

პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა.  მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფები იმყოფებიან. ადგილობრივებმა მათ ქვები დაუშინეს. დაშავებულია 3 პირი, მათგან 2 ჰოსპიტალიზირებულია.


პანკისელების თქით, ხელისუფლებამ ისინი მოატყუა, როცა ხეობაში ჩავიდა და დაჰპირდა, რომ ჰესების საკითხზე სხვადსხვა სამინისტროებთან თბილისში მოლაპარაკებები გაიმართებოდა. როგორც ისინი აცხადებენ, ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ.


"კურიერმა" პანკისის ხეობისკენ მიმავალ გზაზე, სპეციალური ტექნიკა გადაიღო, რომელიც დემონსტრაციების წყლის ჭავლით დასაშლელად გამოიყენება.  


რამდენიმე დღის წინ პანკისში იმყოფებოდნენ, მაია ცქიტიშვილი, ლევან დავითაშვილი და ნათია თურნავა.



loading...

კომენტარები:

ფართი შოპი