"არ იმსახურებს საქართველო, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძეს გადავყვეთ" - გედევან ფოფხაძე

20 Apr 2019 05:30

ჩემი აზრით, კაცობრიობა ორ ნაწილად გაიყო - ერთ მხარეს არის კაცობრიობა, მეორე მხარეს არის ჩინჩალაძე-მურუსიძე. ვერ ვხვდები, ამ არჩევანში, რატომ უნდა დავდგე ჩინჩალაძე-მურუსიძის მხარეს და არა, მთლიანად კაცობრიობის მხარეს. საქართველო არ იმსახურებს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძეს გადავყვეთ, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე სახალხო დამცველის შეფასებებს უსმენენ.


როგორც ფოფხაძემ აცხადებს, ჩინჩალაძე-მურუსიძის საკითხს „ქართული ოცნება“ გადაჰყვება.


„ერთადერთი, შეიძლება შემეცოდოს ეს ორი ადამიანი, იმიტომ რომ მთელი კაცობრიობა მათ უპირისპირდება და ვთქვა, რომ ცოდოები არიან, რადგან ყველა ამათ უპირისპირდება, მოდით შევაშველოთ ხელიო. ბატონებო, არ არიან ეს ადამიანები ცოდვა, ნამდვილად არ არიან. იყო ერთი რეჟიმი და მას ემსახურნენ, ბოლომდე შეასრულეს თავისი ვალი იმ რეჟიმის წინაშე და რაც ცუდი ხდებოდა, მნიშვნელოვანწილად მათი დამსახურება იყო. ახლა „ქართული ოცნება“ გადაყვება ამ ყველაფერს, ჩინჩალაძე-მურუსიძეს ნუ გადააყოლებთ ყველაფერს, ძალიან ცუდი რაღაც მოხდება ხალხო. არ იმსახურებს საქართველო, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძეს გადავყვეთ. ვინც მსხვერპლი იყო, ის ხალხი გავიხსენოთ და ისე მივიღოთ გადაწყვეტილებები. ირინა ენუქიძე გავიხსენოთ, ვაზაგაშვილი გავიხსენოთ, ციხის კადრები გავიხსენოთ, რობაქიძე გავიხსენოთ და ამ ემოციით მივიღოთ გადაწყვეტილება. უავტორიტეტო, ყველაფრისმკადრებელ ადამიანებს ჩაუგდებთ ინსტიტუციას, რომელიც ყველა ჩვენთაგანს სჭირდება, მომავალ თაობებს სჭირდება. რაღაც პერიოდი, როცა ოპოზიციაში ვიყავი, ხომ ამიტომ ვიყავი, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მჯეროდა რომ ამიტომ ვიყავი. ვუერთგულოთ ჩვენს სინდისს, ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას და მაშინ ყველაფერი სწორი იქნება და არც ვენეციის კომისია დაგვრჩება ნაწყენი, არც სახალხო დამცველი და რაც მთავარია, ჩვენი მთავარი ადრესატი არ დაგვრჩება ნაწყენი, ეს არის ქართველი ხალხი“, - განაცხადა ფოფხაძემ.

IPN.ge

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი