ვახუშტი მენბდე: ეკონომიკის მინისტრი ეკონომიკურად განადგურებულ ქვეყანაში ისე გამოიცვალა, უმრავლესობის დეპუტატებმაც კი არაფერი იცოდნენ

19 Apr 2019 01:43

"ამასობაში ეკონომიკის მინისტრი ეკონომიკურად განადგურებულ ქვეყანაში ისე გამოიცვალა რომ არათუ საზოგადოებამ არამედ უმრავლესობის დეპუტატებმაც კი არაფერი იცოდნენ. ასე გადაიყოლა მენეჯერიალიზმმა დემოკრატიული პროცესი.


პარლამენტი გაოცებულია, მაგრამ მეტსაც გეტყვით, არათუ ერთი, პრემიერს ხვალ შეუძლია პარლამენტის ნდობით აღჭურვილი კაბინეტის ყველა მინისტრი გადააყენოს და ახლები დანიშნოს. კონსტიტუცია მას საკანონმდებლო ორგანოსთან კონსულტაციას არ ავალდებულებს.


საკონსტიტუციო კომისიაში ამას მცირე ჯგუფი პრინციპულად ვეწინააღმდეგებოდით, ისევე როგორც ბევრ სხვა ნორმას, რომელთაგან ზოგიერთმა თავსატეხი უკვე გაგვიჩინა, დანარჩენი კი აწი შექმნის პრობლემებს."

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი