"უპოვარი" მერის მდიდარი ცოლი - რა ქონებას ფლობს ხონის მერის ოჯახი

17 Apr 2019 23:30

ხონის მუნიციპალიტეტის მერის, ლადო ჯურხაძის ოჯახმა, 2018 წლის მანძილზე, შემოსავლის სახით  56 348 ლარი მიიღო. აღნიშნული თანხიდან 33 093,67  ლარი, ლადო ჯურხაძის, წლის მანძილზე მიღებული ხელფასია, ხოლო დანარჩენი, 23 255 ლარი, ხონის მერის მეუღლის, წლის მანძილზე, ორი სამსახურიდან მიღებული ხელფასი.


ხონის მუნიციპალიტეტის მერის მეუღლე, ლიანა ლაბარტყავაა, რომელიც, ერთდროულად მუშაობს სამედიცინო ცენტრ "ციტო"-ს  რეგიონალურ მენეჯერად და შპს "175/2 ფაზის"-ში საქმეთამწარმოებლის პოზიციაზე.


ლადო ჯურხაძის მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული, ხონის მერის ოჯახის მფლობელობაში არსებული ყველა სახის უძრავ - მოძრავი ქონება.


კერძოდ, ჯურხაძის ოჯახის მფლობელობაშია:


* საცხოვრებელი სახლი, დაბა ბაკურიანში, კ. წაქაძის ქ. N14, ბინა N32, 61,41 კვ.მ, რომელიც 2012 წელს 40 000 აშშ დოლარად შეიძინეს.


* საცხოვრებელი ბინა, თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე 27,ბ 54, 56 კვ.მ, რომელიც 2016 წელს მერის მეუღლემ მემკვიდრეობით მიიღო.


* ასევე, მემკვიდრეობით მიიღო საცხოვრებელი ბინა, თბილისში, თამარაშვილის ქ. #13ა, ბინა 19ა, 121,6 კვ.მ.



* ასევე ხონის მერის მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული მსუბუქი ავტომანქანა sang iong brengstone (2009), რომელიც 22 000 აშშ დოლარად შეიძინეს.



მერის მეუღლის სახელზევეა „საქართველოს ბანკში“ გახსნილი ანაბარი, რომელზეც 115 152 ლარი აქვთ დაგროვილი, საიდანაც ანაბრის პროცენტიდან, შემოსავლის სახით მიიღეს 11 330 ლარი.


რაც შეეხება გასავალს, ხონის მუნიციპალიტეტის მერის ოჯახს, სწავლის გადასახადის სახით 11 803 ლარის გასავალი ჰქონდა.

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი