თელავის ისტორიული მუზეუმში სამხრეთ კავკასიის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის ფოტო-ჩვენება და საჯარო ლექცია გაიმართა

17 Apr 2019 19:28

თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში სამხრეთ კავკასიის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის  ფოტო-ჩვენება და საჯარო ლექცია გაიმართა.


წარმოდგენილი იყო თანამედროვე სამხრეთკავკასიელი  და საერთაშორისო ფოტოგრაფების  ნამუშევრებზე შექმნილი სლაიდშოუ და უნიკალური თუში ფოტოგრაფის შალვა ალხანაიძის ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა.


საჯარო ლექცია სახელწოდებით “რეალობაში და მის მიღმა : ფოტოგრაფიული გამოსახულების 3 საუკუნე საქართველოში“ წაიკითხა  მულტიმედიის მუზეუმის თანამდამფუძვნებელმა - ნესტან ნიჟარაძემ.  


მე-19 საუკუნის მიწურულს ცნობილმა ქართველმა ფოტოგრაფმა და მეცენატმა  ალექსანდრე როინაშვილმა კავკასიის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ექსპონატების კოლექციის საფუძველზე მოძრავი მუზეუმი შექმნა. უნიკალური კოლექცია მოძრავი მუზეუმის ფორმით მოგზაურობდა  და იფინებოდა კავკასიის მასშტაბით,  სხვადასხვა ქალაქებში და სოფლებში. სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის შექმნის იდეა ალექსანდრე როინაშვილის  კავკასიური მოძრავი მუზეუმით არის ინსპირირებული.


ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის და თელავის ისტორიული მუზეუმის მხარდაჭერით გაიმართა.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი