ქუთაისში საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

16 Apr 2019 20:00

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ვლასი გარდაფხაძე უძღვებოდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:


1.ა(ა)იპ „მადლიერების სახლის“ 2019 წელს ჩატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების  შესახებ ინფორმაციის მოსმენის თაობაზე.


2.საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2019 წლის 25 მარტის NGOV11900011569 სამართლებრივი დასკვნის განხილვის შესახებ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ ანგარიშის წარდგენის წესის ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისათვის გაწეული საქმიანობის თაობაზე ანგარიშის წარდგენისა და საჯარო შეხვედრების გამართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის N84 დადგენილებებაში ასახვის თაობაზე.


3.„ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 14 მარტის №100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.


4.ქალაქ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში მცხოვრები მოქალაქეების კოლექტიური განცხადების განხილვის თობაზე.


კომენტარები:

ფართი შოპი