"ქართულ ოცნებას" ბოლო 7 წლის განმავლობაში არაფერი უკეთებია" - მარიამ ჯაში

15 Apr 2019 01:56

ვფიქრობ, ამ ეტაპზე არ ჩანს პოლიტიკურ პროცესებში ის ძალა, რომელიც რეალურად შეძლებს როგორც მხარდაჭერის, ასევე საკადრო რესურსის მობილიცაზიის კუთხით მნიშვნელოვანი კონკურენციის შექმნას, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა "დაიცავი საქართველოს" მიერ 13 აპრილს გამართულ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.


"ვფიქრობ, ყველა პოლიტიკურ მოძრაობას ექნება მცდელობა, რომ ვთქვათ გახდეს მესამე ძალის მატარებელი. თუმცა მიმაჩნია, ამ ეტაპზე არ ჩანს პოლიტიკურ პროცესებში ის ძალა, რომელიც რეალურად შეძლებს როგორც მხარდაჭერის, ასევე საკადრო რესურსის მობილიცაზიის კუთხით , მნიშვნელოვანი კონკურენციის შექმნას.


ვფიქრობ, ეს არის ის პოლიტიკური მესიჯბოქსი, რომლის გარშემოც ახალი მოძრაობა გაერთიანდა. გუშინ, რამდენადაც ცნობილი გახდა ჩვენი ყოფილი კოლეგების მხრიდან, ამ ეტაპზე არ არის აღნიშნული მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბების პროცესი მზად. მიმაჩნია, რომ სახელმწიფო ინტერესების დაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვის გარდა , "ქართულ ოცნებას" ბოლო 7 წლის განმავლობაში არაფერი უკეთებია-",-განაცხადამარიამ ჯაშმა

IPN.ge


loading...

კომენტარები:

ფართი შოპი