"მწყინს, რომ შეცდომაში ვიყავი შეყვანილი"- ლადო კახაძე პაატა ბურჭულაძის გუნდში ყოფნაზე

14 Apr 2019 02:34

მწყინს, რო შეცდომაში ვიყავი შეყვანილი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემPalitraNews-ის გადაცემაში 7 VS 1, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობაში ყოფნაზე საუბრისას განაცხადა.


მან წამყვანის კითხვაზე, ნანობს თუ არა, რომ პაატა ბურჭულაძისგვერდით იყო, უპასუხა, რომ შეცდომაში იყო შეყვანილი.


„მწყინს, რომ შეცდომაში ვიყავი შეყვანილი ამ კუთხით. ეს რომ ყოფილიყო პროფესიული ოპონირება, ამ ველზე დამოუკიდებლად გამოსვლის ფორმა, ოპონირების რეჟიმი გამოაფხიზლებდა კიდევაც და კარგიც იქნებოდა, ცუდი არ იქნებოდა. პაატა ბურჭულაძესთან, ამ ფრთაზე როცა მივედი, მე ვთქვი, რომ სამედიცინო პროგრამას დაგიდებ, ყოველგვარი პარტნიორობის გარეშე. პირველად რომ მივედი, სამედიცინო პროგრამა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მთხოვა, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ვყოფილიყავი. მე ცალსახად დავთანხმდი, მაგრამ აზრადაც არ მაქვს გავლებული, რომ ვასოცირდები „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ვამბობ, რომ მე ადამიანებს კი არა, სისტემას ვუპირისპირდები, ავადობას და არა - ავადმყოფს“, - განაცხადა კახაძემ.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი