"ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია და ის არის ლაშა ტალახაძე"- მამუკა ბახტაძე

14 Apr 2019 02:07

მინდა, მივულოცო მთელს საქართველოს და სპორტის ყველა გულშემატკივარს, ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია და ამით ყველაფერი ნათქვამია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემბათუმში, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ განაცხადა.


+109 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გახდა,რომელმაც ახალი რეკორდი დაამყარა. ვერცხლი მედალი მოიპოვა ძალოსნობის ნაკრების კაპიტანმა ირაკლი თურმანიძემ, ხოლო ბრინჯაოს მედალი სომხეთის წარმომადგენელს რუბენ ალექსანიანს გადაეცა.


საპრიზო ადგილის მფლობელები პრემიერ-მინისტრმა დააჯილდოვა.


მთავრობის მეთაურმა ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის ორგანიზატორებსა და ძალოსნობის ფედერაციას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.


„ძალოსნობის ფედერაცია მართლაც გამორჩეული და ყველაზე წარმატებულია. საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ტურნირის ძალიან მაღალ დონეზე მასპინძლობა და ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველა ქართველს, სპორტის ყველა გულშემატკივარს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია და ის არის ლაშა ტალახაძე. ყველას გილოცავთ!” - განაცხადა პრემიერმა.


ბათუმში მიმდინარე ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და 4 ოქროს, 6 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი