ქუთაისში ბარნოვისა და ჯავახიშვილის ქუჩების სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია იწყება

13 Apr 2019 13:27

ბარნოვისა  და  ჯავახიშვილის ქუჩის 16 ნომრამდე დახურული  სანიაღვრე არხის  რეაბილიტაცია  იწყება. ღია სანიაღვრე არხი   მოსახლეობას საფრთხეს  წლებია უქმნის, რადგან ის  ძირითადად  ანტისანიტარიის  კერას წარმოადგენს,  სადაც  ქვეწარმავლები  ბინადრობენ. აღნიშნული მონაკვეთის  მოსაწესრიგებლად  ტენდერი უკვე  გამოცხადდა  და  სამუშაოები მაისის  ბოლოს  დაიწყება. პროექტისთვის  საჭირო  თანხა 600 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან  გამოიყო. სამუშაოების დაწყებამდე  დღეს  ადგილობრივებს საკრებულოს თავმჯდომარის  მოადგილე, ირაკლი შენგელია, უქიმერიონის  მაჟორიტარი დეპუტატი ამირან კოპალეიშვილი და მერის  წარმომადგენელი  ზაზა ჭელიძე შეხვდნენ.


„განსახორციელებელი  ინფრასტრუქტურული პროექტებიდან  პრიორიტედად   ბარნოვისა და ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებული  არხის  მოწესრიგება გამოვყავით, რადგან  ის  საფრთხეს უქმნის თითოეულ მოქალაქეს  და  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რეაბილიტაციის შედეგად  მოხდება  სანიაღვრე  არხის დახურულ  სისტემაზე  გადასვლა, რაც  მოხსნის  არსებულ საფრთხეებს.  სამუშაოების   შედეგად  სრულად მოწესრიგდება  და 1500 მილიმეტრიანი  მილები ჩალაგდება   870 მერტის  სიგრძის  არხში, რაც გაზრდის წყლის  გამტარიანობას. სამუშაოების  დაწყებას  კი მაისის ბოლოდან  ვგეგმავთ" - განაცხადა  ქუთაისის საკრებულოს წევრმა, უქიმერიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ამირან კოპალეიშვილმა.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი