ჰამერის ლიმუზინი ქირავდება
ლინკოლნის ლიმუზინის დაქირავება
ფეიერვერკი
ფეიერვერკების მაღაზია
ბუშტები
ბუშტების მაღაზია
bushtebi
ფურშეტი
ქეითერინგი
ალა ფურშეტი
კრაისლერის ლიმუზინის ქირაობა
ჰელიუმის ბუშტები
heliumis bushtebi
მრგვალი ფორმის ბუშტები (ჰელიუმით)
ბუშტების გირლიანდა
bushtebis girlianda
ბუშტების გირლიანდა (არასტანდარტული)
ბუშტების ბრენდირება
bushtebis brendireba
გულის ფორმის ბუშტები
gulis formis bushtebi
ლატექსის ბუშტები
ბუშტები ფერადი
ლატექსის ბუშტი სტანდარტული
ლატექსის ბუშტი პასტელური კონფეტებით
ქრომირებული ბუშტები
ფოიერვერკი
დასადგამი ფეიერვერკი
პიროწარწერა
pirotsartsera
ფერადი ფურცლების წვიმა (კონფეტი)
სასცენო ჩანჩქერი, sasceno chancqeri
სასცენო შადრევანი, sasceno shadrevani
ფეიერვერკი 100გასროლა 1 კალ
ფეიერვერკი 49 გასროლა 0.8 კალ.
ფეიერვერკი 16 გასროლა 0.8 კალ
ფეიერვერკი 19 გასროლა 0.8კალ
ფეიერვერკი 25 გასროლა 0.8კალ
ფეიერვერკი 36 გასროლა 0.8კალ
ფეიერვერკი 16 გასროლა 1 კალ
საჩუქრები, საჩუქრების მაღაზია, sachuqrebi
სასაჩუქრე კალათები
sasachuqre kalatebi
მომსახურე პერსონალი
პრომო სააგენტო
პრომო გოგონა
პრომო გოგონები
პრომო გოგო
მომსახურე პერსონალი
momsaxure personali
ვარდისფერი ლიმუზინი ქირაობა
vardisperi limuzini
სასაჩუქრე კალათი #1
სასაჩუქრე კალათი #2
სასაჩუქრე კალათი #3
სასაჩუქრე კალათი #4
სასაჩუქრე კალათი #5
სასაჩუქრე კალათი #6
სასაჩუქრე კალათი #7
სასაჩუქრე კალათი #8
სასაჩუქრე კალათი #9
სასაჩუქრე კალათა #10
სასაჩუქრე კალათა #11
სასაჩუქრე კალათა #12
სასაჩუქრე კალათა #13
სასაჩუქრე კალათა #14
სასაჩუქრე კალათა #15
სასაჩუქრე კალათა #16
ფეიერვერკი 19 გასროლა 1 კალ
ფეიერვერკი 25 გასროლა 1 კალ
ფეიერვერკი 36 გასროლა 1 კალიბრი
ფეიერვერკი 49 გასროლა 1 კალიბრი
ფეიერვერკი 16 გასროლა 1.2 კალ
სასცენო მძიმე ბოლი
sasceno mdzime boli
სასცენო ბოლის ეფექტი
sasceno boolis epeqti
ფერადი ბოლი
peradi boli
ბუშტების ჩამოყრა
bushtebis chamoyra
ინვენტარის გაქირავება
inventaris gaqiraveba
ქირავდება ჭურჭელი
qiravdeba churcheli
ქირავდება ვისკის ჭიქები, viskis chiqebi
ქირავდება არყის ჭიქები, qiravdeba aryis chiqebi
მაგიდების და სკამების გაქირავება, ქირაობა
ქირავდება შამპანიურის ჭიქები, shampaniuris chiqebi
ქირავდება წვენის ჭიქები, qiravdeba wvenis chiqebi
ქირავდება ღვინის ჭიქები, qiravdeba gvinis chiqebi
ფურშეტის თეფში (18სმ)
ქირავდება თეფშები
ქირავდება ყავის ჭიქები ლამბაქით
ქირავდება სუფრის ჩანგლები
ქირავდება სუფრის დანა
ჩაის კოვზი
ქირავდება მელამინის ლანაგრი
შოკოლადის შადრევანის აპარატი
ქირავდება წვნიანის გამათბობელი აპარატი
ქირავდება გლინტვეინის აპარატი, glitvinis aparati
ქირავდება წყლის მადუღარა, wylis madugara
ელექტრო მარიმიტი
eleqtro marmiti
ქირავდება ელექტრო ქრომირებული მარმიტი
კოქტეილის მაგიდების ქირაობა, koqteilis magidebi
ქირავდება მაგიდა
qiravdeba magida
ქირავდება მრგვალი მაგიდა, mrgvali magida
რეტრო მანქანების გაქირავება, retro manqanebi
თედის დათუნია ვარდებით, sachuqrebi
თედი ბეარი, ყველაზე დიდი დათუნიები საქართველოში
გულის ფორმის ბუშტები (ჰელიუმით გაბერილი)
ვერცხლისფერი ფოლგირებული ციფრები (0-9)
ოქროსფერი ფოლგირებული ციფრები (0-9)
გოლდროუზი ფოლგირებული ციფრები (0-9)
ვარდისფერი ფოლგირებული ციფრები (0-9)
წითელი ფოლგირებული ციფრები (0-9)
ლურჯი ფოლგირებული ციფრები (0-9)
შავი ფოლგირებული ციფრები (0-9)
ფეიერვერკი შადრევანი
ფეიერვერკი ყიდვა
ქაღალდის ფეიერვერკი
ფეირვერკი ფასი
ბუშტების დეკორაცია
ბუშტების დიზაინი
ბუშტებით გაფორმება
ჰელიუმის ბუშტები ვაგზალზე
bushtebze bechdva
ბუშტებზე ბეჭდვა
ლიმუზინის ქირაობა ქუთაისში
დაბადების დღის ბუშტები
dabadebis dgis bushtebi
retro manqanebi fotosesiistvis
რეტრო მანქანები ფოტოსესიისთვის
retro manqanebi qorwilistvis
რეტრო მანქანები ქორწილისთვის
სავეცკი მანქანები
dzveleburi manqanebis qiraoba
ძველებური მანქანების ქირაობა
limuzinebi wveulebebistvis
limuzinebi qorwilistvis
limuzinit gaseirneba
ლიმუზინები წვეულებებისთვის
ლიმუზინები ქორწილისთვის
ლიმუზინით გასეირნება
ლიმუზინით მომსახურება
limuzinit momsaxureba
yvelaze magari limuzini tbilishi
ყველაზე მაგარი ლიმუზინი თბილიში
yvelaze magari limuzini saqartveloshi
ყველაზე მაგარი ლიმუზინი საქართველოში
limuzini wveulebebistvis
hameriss limuzini qorwilistvis
limuzini qorwilistvis
ლიმუზინი წვეულებებისთვის
ჰამერის ლიმუზინი ქორწილისთვის
ლიმუზინი ქორწილისთვის
ასოების დანთება
გულის დანთება
ცეცხლოვანი კედელი
cekvis dros furclebis chamoyra
ცეკვის დროს ფურცლების ჩამოყრა
saqorwilo efeqti
საქორწილო ეფექტი
profesionaluri konfeti
პროფესიონალური კონფეტი
გულის ფორმის კონფეტები
purclebis chamoyra
ფურცლების ჩამოყრა
შაშხანების გაშვება პულტით
sadgesaswaulo shashxanebi
cecxlovani derefani
scenis feierverki
სადღესასწაულო შაშხანები
ცეცხლვანი დერეფანი
სასცენო ფეიერვერკი
ეფექტები ქორწილისთვის
საქორწილო შაშხანები
სცენი მაშხალები
სცენის შაშხანები
მაშხალები
შაშხანები
ცეცხლოვანი წვიმა
cecxlovani shadrevani
ცეცხლოვანი შადრევანი
sasceno feierverki
shida feierverki
შიდა ფეიერვერკი
სცენის ფეიერვერკი
სასცენო ეფეთქტი
feierverkebis 24 saatiani magazia
ფეიერვერკების 24 საათიანი მაღაზია
feierverkebi dabadebisdgistvis
ფეიერვერკები დაბადებისდღისთვის
feierverkis shekveta
ფეიერვერკის შეკვეთა ქორწილისთვის
saqorwilo feierverki
qorwilis feierverki
feierverki qorwilistvis
საქორწილო ფეიერვერკი
ქორწილის ფეიერვერკი
ფეიერვერკი ქორწილისთვის
გრანიოზული ფეიერვერკი
feierverkebi iafad
ფეიერვერკები იაფად
პიროტექნიკით მომსახურება
piroteqnika
პიროტექნიკა
feierverkebi mitanis servisit
feierverkebi mitanit
feierverkebi momsaxurebit
ფეიერვერკები მიტანის სერვისით
ფეიერვერკები მიტანით
ფეიერვერკები მომსახურებით
feierverkebis shekveta
ფეიერვერკების შეკვეთა
feierverkis gashveba
ფეიერვერკკის გაშვება
ფეიერვერკების მაღაზია თბილიში
feierverkebis magazia tbilishi
feierverkis mowyoba tbilishi
piroteqnikosi
piroteqnikosis momsaxureba
sadgesaswaulo feierverkebi
peierverkis mowyoba
sadgesaswaulo peierverki
პიროტექნიკოსი
პიროტექნიკოსის მომსახურება
საახალწლო ფეიერვერკები
ფეიერვერკების სააგენტო
ფეიერვერკის მოწყობა
churchlis qiraoba
ჭურჭლის ქირაობა
skamebis gaqiraveba
ქირავდება სკამები
მაგიდა სკამების ქირაობა
სადღესასწაულო ინვენტარის გაქირავება
ფურშეტის ინვენტარი
ფურშეტის ინვენტარის გაქირავება
საქორწილო ინვენტარის გაქირავება
წვეულების ინვენტარის გაქირავება
საკონფერენციო ინვენტარის გაქირავება
ბუშტებით მომსახურება
ბუშტების მომსახურება
ბოლი ფოტოსესიისათვის
მსუბუქი ბოლის ეფექტი
bolis gashveba
bolis epeqti
bolis effekti
ბოლის ეფექტი
sakoncerto boli
boli iventebistvis
კონცერტის ბოლი
საკონცერტო ბოლი
ბოლი ივენთებისთვის
scenis boli
saqorwilo boli
საქორწილო ბოლი
ქორწილის ბოლი
ბოლი ქორწილისთვის
სცენის ბოლი
ბოლის გაშვება
სადღესასწაულო ფეიერვერკი
ბუშტების მაღაზიის გახსნისთვის
შესასვლელის ბუშტებით გაფორმება
მაღაზიის ბუშტებით გაფორმება
ბუშტების გაკეთება
დაგრეხილი ბუშტები
ბუშტების გრეხილი
ბუშტების შეკვეთა
ჰელიუმის ბუშტები მიტანის სერვისით
ბუშტების გირლიანდები
folgirebuli bushtebis dekoracia
dabadebisdgis oqrosferi bushtebi
oqrosferi bushtebi
oqrosferi folgirebuli bushtebi
folgirebuli cifrebi da asoebi
ფოლგირებული ბუშტების დეკორაცია
დაბადების დღის ოქროსფერი ბუშტები
ოქროსფერი ბუშტები
ოქროსფერი ფოლგირებული ბუშტები
ფოლგირებული ციფრები და ასოები
ბუშტები ასოები
ბურთებით აწყობილი არკა
ბუშტების არკა
საახალწლო გირლიანდა
ჰელიუმის ბუშტები ვაკეში
ჰელიუმის ბუშტები ვარკეთილში
ჰელიუმის ბუშტები გლდანში
ჰელიუმის ბუშტები ვაჟაზე
ჰელიუმის ბუშტები პეკინზე
ბუშტების გაფორმება
ჰელიუმის ბუშტები თავისუფლებაზე
bushtebis shekveta
ბუშტების მაღაზია
heliumiani bushtebis magazia
heliumis bushtebis magazia
heliumiani bushtebi iapad
heliumis bushtebi iafad
ჰელიუმიანი ბუშტებით გაფორმება
ჰელიუმის ბუშტები იაფად ადგილზე მიტანით
heliumis bushtebi
სად ვიყიდო ჰელიუმის ბუშტები
ჰელიუმის ბუშტები გამოძახებით
ჰელიუმის ბუშტები იაფად
ჰელიუმის ბუშტები წერეთელზე
ჰელიუმის ბუშტები დიღომში
ჰელიუმის ბუშტები მარჯანიშვილზე
ჰელიუმის ბუშტები თბილისში
ჰელიუმის ბუშტები რუსთავში
ჰელიუმის ბუშტები საბურთალოზე
ლიმუზინის ქირაობა
limuzini daqiraveba
limuzini qiraoba
limuzini
ლიმუზინის მომსახურება
ლიმუზინი გამოძახებით
saqorwilo limuzinis qiraoba
hameris limuzinis daqiraveba
hameris limuzini
limuzinis gaqiraveba qutaisi
limuzinis qiraoba kutaisi
limuzinis qiraoba batumshi
limuzinis momsaxureba
limuzinis gaqiraveba tbilisi
limuzinis gaqiraveba
limuzinis qiraoba tbilisi
ლიმუზინის დაქირავება
მანქანის გაქირავება ქორწილისთვის
ლიმუზინის გაქირავება
ქირავდება ლიმუზინი
ჰამერის ლიმუზინის ქირაობა
limuzinis qiraoba

"ყველაზე დიდ ძალას სიყვარული მაძლევს, ნებისმიერი საქმის მიმართ დამოკიდებულებას სიყვარული სჭირდება"

12 Apr 2019 01:09


ხათუნა ღურჭუმალიძე 44 წლის. ცაგერის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნასპერი.


დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ. სოფელში 23 წლის წინ დავბრუნდი, მაშინ, როდესაც საქართველოში არეული დრო იყო.


ოჯახში მეოთხე გოგო ვიყავი, ყველა ბიჭს ელოდებოდა. მახარობელს ბაბუაჩემისთვის უთქვამს, ვერა ვარ კაი მახარობელი, გოგო შეგვეძინაო. ბაბუმაჩემმა არ იჯავრო, გოგოც ივარგებსო. როდესაც სახლში მომიყვანეს, ბაბუამ ხელში ამიყვანა, გამცინებია და უკითხავს, ამ კერიაზე რომ მოდიხარ, დარჩენას რომ აპირებ და მე რომ მიშვებ, ის გეცინებაო?! მარტში დავიბადე და ბაბუა მაისში გარდაიცვალა… სკოლა და უნივერსიტეტი ქუთაისში დავამთავრე და შემდეგ, მამის კერა რომ არ გაციებულიყო და იმის გამოც, რომ იქ ცუდი პირობები იყო, დავბრუნდი სოფელში. სოფელმა გამაზრდევინა სამი შვილი, დამაახლოვა მიწასთან და შემაძლებინა, ვიყო ის, ვინც დღეს ვარ


 სოფელს დევების ნასოფლარს ეძახდნენ. ამასთან დაკავშირებით, არსებობს ლეგენდა. სოფელში არის ორი ადგილი. ერთი – დევების ადგილი, სადაც დევები დიდ ნადიმს მართავდნენ, დიდ პურებს აცხობდნენ და შემოუსხდებოდნენ დიდი დევები დიდ მაგიდას, პატარა დევები – პატარა მაგიდას. მეორე ადგილას, ცოტა მოშორებით არის საქაჯია. გადმოცემის მიხედვით, იქ ქაჯთა ხელმწიფე ცხოვრობდა, რომელსაც ულამაზესი ქალიშვილი ჰყავდა. წელიწადში ერთხელ ცეკვები იმართებოდა სოფლის მოედანზე. ცეკვების დროს, ქაჯთა ქალიშვილებს დევებთან მიახლოება ეკრძალებოდათ. მაგრამ ხელმწიფის ქალიშვილს დევების ბიჭი შეჰყვარებია, რომელიც გადაცმული შეიპარა მასთან და სიყვარულის პირობა დადეს. საქაჯიის ახლოს, ერთერთ ადგილას, რომელსაც „საკაკილაო“ ჰქვია, კაკილა შეუწყვეტია ქაჯთა დედოფლისთვის დევს და ქალი დაფეხმძიმებულა. ქაჯთა ხელმწიფემ კარგად იცოდა, რომ დევის შვილს ვერ დაბადებდა ქაჯთა დედოფალი და დიდ ციხეში გამოუმწყვდევია ქალიშვილი. ის გოგონა ცრემლად დაღვრილა და მშობიარობას გადაჰყოლია. დღესაც არის საქაჯიის ადგილას ტბა, რომელსაც „ცრემლის ტბას“ ეძახიან. ამის შემდეგ ქაჯები ჩვენი სოფლიდან გადასულან და გამქრალან, დევები კი აღარ მობრუნებულან.


სოფელი ძალიან პატარაა, მაგრამ საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. აქ არის წარმართული ხანის სალოცავი, ისკელიტა. დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც სხვა სოფლებიდან მოდიან და ამ სალოცავს ავედრებენ საქონლის სიმრავლეს. თან მიაქვთ სამარხვო – ნიგვზიანი და ლობიანი პურები. როდესაც სოფელში ფიჭური კავშირგაბმულობის ანძებს დგამდნენ და ტრაქტორმა გზა გაჭრა, მიწიდან ამოიყარა კერამიკის ნაშთები, რომლებიც წავიღეთ ცაგერის მუზეუმში, სადაც დაათვალიერეს, ჩაუტარდა ექსერტიზა, ჩამოვიდა არქეოლოგთა ჯგუფი და დადგინდა, რომ ეს არის ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-VIII ათასწლეულის კოლხური კერამიკის ნაშთები. სოფელში არის ეკლესია, რომლის სამრეკლო მე-12 საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება, ხოლო ეკლესია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა ბერძნების მიერ. სოფლის ეკლესია იყო სამწიგნობრო ცენტრი, სადაც იწერებოდა და თარგმნიდნენ წიგნებს. “ვეფხისტყაოსანი” ნასპერშია გადაწერილი. სანამ სკოლა გაიხსნებოდა, ეკლესია უზრუნველყოფდა წერა-კითხვის გავრცელებას. დიდი ხნის ისტორია აქვს სოფლის სკოლასაც. შევისწავლე მისი ისტორია, მოვიძიე მასალები, დავადგინე ადამიანები, ვინც პირველად შემოიტანა წერა-კითხვა ჩვენს სოფელში და პირველი სკოლა გახსნა.


სოფელში დაბრუნების შემდეგ, საკმაოდ გამიჭირდა ცხოვრება. გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო… როდესაც მარტო დავრჩი და მომიწია უღელს მარტო შევბმოდი, არც გუთანი ვიცოდი, არც ზვინვა, მაგრამ მერე შვილებთან ერთად ვისწავლე. ჩვენ ერთად გავიზარდეთ. ფიზიკურად ვშრომობდი, თავი რომ გადამერჩინა. ეს იყო ურთულესი გზა. რაც ბავშვები გაიზრდნენ, მას მერე ტექნიკურ იარაღზე ხელი არ მომიკიდებია, ესენი აკეთებენ ყველაფერს, მეხმარებიან. ახლა პარასკევს, შაბათს და კვირას ამოდიან, მაგრამ მთელი ზაფხული ერთად ვშრომობთ. მიმაჩნია, რომ ბავშვებმა ხელობა, ხელსაქმე უნდა ისწავლონ იმიტომ, რომ როდესაც გამიჭირდა, ლეიბებისა და საბნების კერვა იყო ჩემი ხელსაქმე, ამით დავიწყე. კარგად სწავლობდნენ, თვითონაც მეხმარებოდნენ და მაძლებინებდნენ, აქედან გამოვიდა ყველაფერი ეს, ჩემი ოჯახი.


გარდა იმისა, რომ მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, ჩემი ყურადღება მიიქცია გადაშენებული ხეხილის ჯიშებმა. მაქვს ჩანაწერები, რომელი ვაშლის ჯიშები ხარობდა ჩემს სოფელში, რომელი ხილი იყო გავრცელებული, როგორ მოჰყავდათ. ამ ხეხილს ვეძებ დღესაც კოლმეურნეობის ყოფილ ეზოებში, ვაგროვებ და მინდა ლეჩხუმს, კერძოდ, ნასპერს დავუბრუნო აბელოური, თურაშაული, ყინულა ვაშლი, რომელიც გაზაფხულამდე ინახებოდა. გლეხკაცი რომ სამუშაოდ მიდიოდა, ეს ხეხილი მიჰქონდა საჭმელად. მე თვითონ მაქვს მეურნეობა, მყავს საქონელი, ღორები და მივსდევ მებოსტნეობა-მეხილეობასაც. ვისწავლე დანამყნობა, ჩითილების გამოყვანა, გაზაფხულიდან გამომყავს ჩითილები და ვუწევ რეალიზაციას, მომყავს ყველანაირი ბოსტნეული, რაც კი მოდის საქართველოში.


მიწასთან და ბუნებასთან სიახლოვემ განაპირობა ის, რომ ვიწერდი სოფლის მოსახლეობისგან ლეჩხუმური საჭმელების რეცეპტებს. მოვიყვანე ლეჩხუმისთვის დამახასიათებელი სანელებლები, ეს სანელებლები დავთესე ეზოში და გავაკეთე ლეჩხუმში გავრცელებული და უკვე დავიწყებული ე.წ. „ბებიას მარილი.“ მისი რეცეპტი ჩავიწერე დედაჩემის დედისგან, რომელიც 110 წლის გარდაიცვალა და რომელიც თავად ამზადებდა ამას ბუხრის კიდესთან. ეს არის ბოსტნეული კულტურების ერთობლივი ნაზავი, რომელსაც ლეჩხუმელი დიასახლისები აკეთებდნენ შემოდგომაზე და მთელი ზამთარი ჰყოფნიდათ, სანამ მწვანე მწვანილი არ გამოჩნდებოდა.


ყველაფერს საკუთარი ხელით ვამზადებ, მაქვს ორი ქვის ფილა, რომელბშიც ვფქვავ. აქ ბლენდერი და სხვა იარაღები არ გვჭირდება, რადგან მინდა, იმ მამა-პაპურ წესს დაუბრუნდნენ ოჯახები, რაც ლეჩხუმს ჰქონდა და რაც აქაურ ტრადიციებს შეესაბამება. საინტერესო იყო აჯიკების დამზადებაც, ლეჩხუმში გავრცელებული აჯიკები არის მთაში გასატანებელი აჯიკები, რადგან მთაში როცა მიდიოდნენ და საქონელი მიჰყავდათ, დიასახლისებს ისეთი სანელებლები უნდა გაეტანებინათ, რომლებიც დიდხანს არ გაუფუჭდებოდათ. ეს აჯიკები მზადდებოდა მაისი-ივნისის თვეში იმიტომ, რომ ამ დროისთვის ჩვენთან მწვანილი ბლომადაა, კეთდება მწვანილებით, ნივრითა და ნიგვზით, დიდხანს ძლებს და ინარჩუნებს თავის თვისებებს. ასევე საინტერესოა, ლეჩხუმში ძველი ტრადიციის მიხედვით ზეთის წარმოება. აქ ნიგოზი დიდი რაოდენობით მოდის და სხვა ნიგვზებისგან ცხიმიანობით განსხვავდება. ძველი ჩანაწერებიდან დავამუშავე, როგორ იხდება ნიგვზის ზეთი და ის ნებისმიერ სხვა ზეთზე გემრიელი და სასარგებლოა. ჩემი ოჯახი დიდი ხანია აწარმოებს ხალმის ყველსა და ხალმის მჟავესაც. ყველა თვის ყველი არ ინახება ხალამში, მას თავისი წესი აქვს – ზაფხულის ყველი ინახება მიწაში ჩარგულ ჭურში, რომელიც მარნის მეორე განყოფილებაში, ე.წ. „სადიასახლისოშია,“ იგოზება, იხურება და ყველიერის დროს იხსნება.


მერე ონის აგროფესტივალზე მოვხვდი, მანამდე აგროფესტივალში მონაწილეობა არ მიმიღია. ჩემი ამ საქმიანობის შესახებ გაიგო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, რომელიც სახლში მესტუმრა და ნახა ვინ ვიყავი. მონაწილეობის მიღება მინდოდა იმიტომ, რომ ლეჩხუმი წარმომედგინა. ვიფიქრე, რა გამეკეთებინა ისეთი, რითაც მე საზოგადოებას ვეტყოდი, რომ აი, ეს არის ლეჩხუმი. ლეჩხუმს აქვს თავისი სამზარეულო, თავისი სახელი, თავისი ადგილი. წავიღე საწებლები, აჯიკები, ბებოს მარილი, ჩირები, ტყლაპები, მწვადები, რომლებიც ოჯახის ღორის ხორცისგან გავაკეთე, ხარისხიანი და გემრიელი რომ ყოფილიყო და გავმართეთ მაგიდა. მაგ დროს ისიც არ ვიცოდი, რომ პროდუქტები უნდა გამეყიდა, გამოსაფენად წავიღე, რომ ხალხს ენახა. ყველაფერი გაიყიდა და ამან მომცა მოტივაცია, რომ შემიძლია ვაწარმოო და გავყიდო. იქ რომ არ წავსულიყავი, ამას ვერ მივხვდებოდი.


ახლა მინდა, ბრენდირება გავუკეთო ამ ყველაფერს. ჩემი ოცნებაა სამზარეულო სახლის აშენება, მარტივი ხის სახლი მინდა სოფელში. ჩემი მიზანია, რომ აქაური ქალები დავასაქმო და ისინი ჩავრთო ამ სფეროში. ასევე, გადავწყვიტე, რომ ჩემი სოფლის ქალებს ინგლისური ესწავლათ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ მოსულ სტუმარს დავხვდეთ და გავიგოთ, რა სურს და როგორ უნდა მოვემსახუროთ. ამ ყველაფერში ცაგერის გამგებელი დამეხმარა. კვირაში ორჯერ მასწავლებელი ამოდის სოფელში და გაკვეთილი გვიტარდება. ამჟამად ჯგუფში რვა ქალი ვართ, მამაკაცები ხელს უწყობენ ამ ქალებს, რომ ისწავლონ. ბავშვებს იტოვებენ, გვეხმარებიან და პრობლემას არ გვიქმნიან. ამ ქალებს დავასაქმებ იმითაც, რომ სანელებლებსა და ტყემლებს ბლომად გავაკეთებთ სარეალიზაციოდ, ხალხი აღარ დატოვებს სოფელს და მიზანი და აზრი ექნება სოფელში არსებობასა და ყოფნას.


ჩემი დილა დილის 6 საათზე იწყება. მაღვიძარის გარეშე, ბუნებრივად მეღვიძება ამ დროს. დილით ვდგები, საქონელს, ღორებს, ქათმებს მივხედავ. 7 ძროხა მყავს, თუ ძროხები მოსაწველია – ვწველი, ჩალის ჩაყრა, გამოწმენდა, დაბაგვა… დედას საჭმელს გავუმზადებ და მერე ვემზადები სკოლისთვის. სკოლაში მუშაობა ჩემთვის ყველაზე ტკბილი პროცესია. მე მოსწავლეებს მზეებს ვეძახი, ისინი მზეები არიან. როდესაც რაიმე ეშლებათ, ღრუბელი მოგეფარა და მოდი, ამინდი გამოვიყვანოთ მეთქი, ვეუბნები. ეს მოსწავლეები არიან ჩემი სოფლის გაგრძელება და მჯერა, რომ ჩემი ყველა მოსწავლე ჩემზე წარმატებული ქალი და კაცი იქნება.


ახლა 3 მოსწავლე მყავს, კლასკომპლექტს ვასწავლი – პირველ და მესამე კლასებს. სოფელში არის ადგილები, ნაზანდურები, ნახორგვალი, სადაც ადრე ხორბლის ეს სახეობები მოჰყავდათ. ვეძებ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც პურს დათესავენ, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული ამაში. ნებისმიერი თესლის, ნერგის გამოყვანა სიყვარულს უკავშირდება. ამის გარეშე ვერ ვარსებობ და ვერ ვცხოვრობ. მთავარია, მოსწავლესაც სიყვარული ასწავლო. როდესაც ის ხედავს, რომ გიყვარს, ორჯერ მეტი სიყვარულით გპასუხობს.


ყველაზე დიდ ძალას სიყვარული მაძლევს, ნებისმიერი საქმის მიმართ დამოკიდებულებას სიყვარული სჭირდება. მიწასთან მუშაობასაც, რადგან მიწა ცოცხალი ორგანიზმია, ამ მიწის ნაწილი ხარ შენ თვითონ, მიწაა შენი პატრონი, გაჭმევს, გასმევს, შვილებს გაზრდევინებს. ეს ძალიან დიდი გზა, რომელიც გავიარე. უკერიო ქალის რა მცოდნიაო და მე კიდე, უკერიო ლეჩხუმის რა მცოდნია… კერიის გარეშე ლეჩხუმი არ არსებობს.

Womenfromgeorgia.ge


loading...

კომენტარები:

ფართი შოპი