"ჩვენი სამამულო მედია ზედმეტად გვახვევს თავზე ყვითელ პერსონებს, უბიოგრაფიო და უნიჭო ადამიანებს და ძალიან მინიმალურ დროს უთმობს აკადემიურ ხელოვანებს"- ზაზა სვანაძე

09 Apr 2019 00:13

რეჟისორი და ჟურნალისტი ზაზა სვანაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შემდეგი სახის "პოსტს" აქვეყნებს:


"მოდის ინდუსტრია, შოუ-ბიზნესი, პიკანტური თემები და ზოგადად ყვითელი, პუბლიკას აინტერესებს ნებისმიერ ქვეყანაში, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენი სამამულო მედია ზედმეტად გვახვევს თავზე ყვითელ პერსონებს, უბიოგრაფიო და უნიჭო ადამიანებს და ძალიან მინიმალურ დროს უთმობს აკადემიურ ხელოვანებს. მათ ვინც პოპ-კულტურას არ ემსახურება, ჩრდილში აქცევენ - ამ მხრივ ბალანსი საერთოდ არ არის დაცული!


21 აპრილს, თბილისის კონსერვატორიაში თავის გერმანელ მეუღლესთან ერთად, კლასიკური მუსიკის საღამოს მართავს ემიგრანტი ქალბატონი, ბელა მახარაძე, (Bela Berkemer-Makharadze ) რატომღაც მგონია, რომ ჩვენი ტელევიზიები სათანადოდ არ დაინტერესდებიან ამ ქალბატონით, რომელმაც მიაღწია წარმატებას საქართველოს ფარგლებს გარეთ!


( იმედია ვცდები ) 


აპატიეთ ქალბატონ ბელას, რომ ქმარი არ ცემს და ამას გადაცემებში არ ჰყვება, აპატიეთ ქალბატონ ბელას, რომ ტრანსგენდერი არაა, აპატიეთ რომ საზოგადოებისთვის შეფურთხების და ქაჯოს ძახილის გამო არ დაატარებენ თოქ-შოუებში და ქუჩა-ქუჩა არ კივის სელებრითი ვარო...


ვისწავლოთ კულტურული, მოკრძალებული და რაც მთავარია ჭეშმარიტად წარმატებული ადამიანების დაფასება.

ზედმეტად უინტერესოა ქართული თოქ-შოუები ბოლო 4-5 წელია...


ზედმეტად გადამლაშდა რაღაც თემები...


ახალი სახეებია საჭირო და ეს სახეები წამყვანებმაც უნდა ეძებოთ!"- წერს ზაზა სვანაძე.


კომენტარები:

ფართი შოპი