"146 000 აშშ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი ბინა მშენებარე კორპუსში და 120 000 ლარამდე შემოსავალი ერთ წელიწადში"- რა ქონებას ფლობს სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე

07 Apr 2019 00:03

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ლილუაშვილის ოჯახმა, გასული წლის მანძილზე, შემოსავლის სახით 120 000 ლარი მიიღო. აღნიშნული თანხიდან, 113 558  ლარი, გრიგოლ ლილუაშვილის ხელფასია, ხოლო 6 425 ლარი, მისი მეუღლის, მაია ჭეიშვილის ხელფასი.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის ერთი თვის ხელფასი  9 463 ლარია. აღსანიშნავია, რომ გრიგოლ ლილუაშვილის ერთი თვის ხელფასი, მისი მეუღლის, ორი სამსახურიდან მიღებული მთელი წლის ხელფასის ტოლია.


გრიგოლ ლილუაშვილი  ფლობს ბინას, თბილისში, ატენის ქუჩა 18 ა, ბინა 9ა-ში, 118,78 კვ.მ, რომელიც 2013  წელს 125 000 აშშ დოლარად  შეიძინა.


გრიგოლ ლილუაშვილის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ გრიგოლ ლილუაშვილს ეკუთვნის 146 000 აშშ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი ბინა. აღნიშნული თანხიდან 60 000 ლარი, ლილუაშვილმა, გასულ წელს უკვე გადაიხადა.


ლილუაშვილის ოჯახის მფლობელობაშია ორი ავტომობილი. nissan primera 2003. AD454AD  -  ლილუაშვილის საკუთრებაში და ის 2015 წელს შეიძინა 5 000 აშშ დოლარად, ხოლო BMW X/3, 2006, მის მეუღლეს ეკუთვნის, რომელიც 2016 წელს 7 000 აშშ დოლარად შეიძინეს.


ქონებრივი დეკლარაციის  შევსების მომენტში, ლილუაშვილის საბანკო, სხვადასხვა ანგარიშებზე, დაახლოებით, 30 000 ლარი იყო, ხოლო მისი მეუღლის საბანკო ანგარიშებზე 700 ლარამდე.


აღნიშნულ მომენტში, ლილუაშვილს დანაზოგის სახით 2 000 ლარი ჰქონდა.


გრიგოლ ლილუაშვილს ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში, 125 600 აშშ დოლარის იპოთეკური სესხი ჰქონდა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გასულ წელს 17 428,33 აშშ დოლარის ოდენობის გასავალი ჰქონდა.

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი