მამუკა ბახტაძემ, 2014 წლიდან დღემდე, შემოსავლის სახით 1 მილიონ 121 ათას 820 ლარი მიიღო

06 Apr 2019 20:20

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გასული წლის მანძილზე, შემოსავლის სახით 62 332 ლარი მიიღო. ამ თანხიდან, 35 416 ლარი, მისი, საქართველოს ფინანსთა მინისტრობის დროს მიღებული 6 თვის ხელფასია, ხოლო 26 916 ლარი, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მიღებული შემოსავალი.


როგორც აღმოჩნდა, მამუკა ბახტაძის შემოსავალი მინისტრობის დროს, დაახლოებით  5 900 ლარი იყო, ხოლო პრემიერობის პერიოდში, დაახლოებით 4 500 ლარია. (მამუკა ბახტაძის ყოველთვიური შემოსავალი სს-საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორობის პერიოდში, 23 ათას ლარს ცდებოდა. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე დაბალი ყოველთვიური შემოსავალი  ბახტაძეს, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში აქვს).


მამუკა ბახტაძეს, მიმდინარე წლის მარტის თვეში შევსებულ  ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშული აქვს, რომ მის ერთადერთ უძრავ ქონებას წარმოადგენს საცხოვრებელი სახლი მცხეთაში, კოსმონავტების ქ. 14-ში, (355,05 კვ.მ) და მიწის ნაკვეთი, ასევე, მცხეთაში,  კოსმონავტების ქ. 14-ში, (670 კვ.მ). ამავე ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ საცხოვრებელი სახლიც და მიწის ნაკვეთიც პრემიერ - მინისტრს 2016 წელს საჩუქრად გადაეცა.


დეკლარაციის შევსების მომენტში, პრემიერის საბანკო ანგარიშებზე იყო 104 ლარი და 28 226 ლარი.


ცნობისთვის, მამუკა ბახტაძის შემოსავალის 2014 წლიდან დღემდე ასეა გადანაწილებული:


✅ 2014  წელს - 241 334 ლარი;

✅ 2015 წელს - 284 652 ლარი;

✅ 2016 წელს - 284 688 ლარი;

✅ 2017 წელს 248 814 ლარი;

✅ 2018 წელს  - 62 332 ლარი.


მამუკა ბახტაძემ, 2014 წლიდან დღემდე, შემოსავლი სახით 1 მილიონ 121 ათას  820 ლარი მიიღო.  ❗❗❗


საინტერესოა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ წლებში მიღებული თანხით, ბახტაძეს უძრავ-მოძრავი ქონება არ შეუძენია, რაც გააჩნია, ისიც ნაჩუქარია. ასევე, არ ჩანს, აღნიშნული თანხა არც მის საბანკო ანგარიშებზე და არც ხარჯებში. შესაბმისად, უცნობია, რაში დახარჯა პრემიერ-მინისტრმა  5 წლის მანძილზე მიღებული 1 მილიონ 121 ათას  820 ლარი.

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი