"ვერ მოგართვით ბატონებო „მიშისტებო“ და „ბიძინისტებო“ რომ თქვენს დაკრულზე ვიცეკვო"- დავით უსუფაშვილი

31 Mar 2019 05:23

„თუმცა, ჩვენი გეზი დღევანდელი მდგომარეობით არის ის, რომ „შენების მოძრაობა“ 2020 წლის არჩევნებზე იქნება წარმოდგენილი საკუთარი ძალებით. საპრეზიდენტო არჩევნებზე მე განვაცხადე, რომ არც ერთ მხარეს არ ვუჭერ მხარს, ამის შედეგად მოხდა ის, რომ ერთი მხარე თვლიდა, რომ მე არასაკმარისად გავემიჯნე მეორე მხარეს და პირიქით, მეორე მხარე თვლიდა იგივეს. ვერ მოგართვით ბატონებო „მიშისტებო“ და „ბიძინისტებო“ რომ თქვენს დაკრულზე ვიცეკვო. მე მინდა სწორად მოვიქცეთ ქვეყნისთვის. სწორი და მძიმე გზით სიარულს ვაპირებ და ამას აპირებს ძალიან ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში“.


„ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს სჭირდება ახალი პოლიტიკური ძალები, მრავალპარტიული პოლიტიკური სპექტრი. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც მართალია კანონთან, მორალთან და ზნეობასთან. ჩვენ გვინდა იყოს კონკურენტული გარემო, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი სხვადასხვა ფლანგზე, სხვადასხვა პოლიტიკური ძალები მოძლიერდნენ, გაერთიანდნენ, მონახონ საერთო ენა, მაგრამ ჩვენ ვადგავართ ჩვენს გზას. საქართველოში უნდა დასრულდეს „ქართული ოცნების“ მმართველობა, მაგრამ არა „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების ხარჯზე. შესაბამისად, ჩვენი რაიმე ტიპის კოალიციური ურთიერთობა 2020 წლის არჩევნების კონტექსტში გამორიცხულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ქართულ ოცნებასთან“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი