"დავით მაღრაძე, ბიძინა ივანიშვილის ახალი სათამაშოა, მორიგი ,,პატრიოტი" ერთჯერადი სატელიტური კავშირისთვის"- ირაკლი ღლონტი

31 Mar 2019 05:17

"დავით მაღრაძე - ბიძინა ივანიშვილის ახალი სათამაშო, მორიგი ,,პატრიოტი" ერთჯერადი სატელიტური კავშირისთვის."- წერს "კანონი და სამართალის" წევრი, ირაკლი ღლოტი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.


"უნდა დავიცვათ საქართველო სწორედ თქვენგან, ქართული ოცნებისგან და თქვენი სატელიტებისგან!


საქართველო დასაცავი იყო, როცა ოთხოზორია მოკლეს, მერე ტატუნაშვილი, მერე კვარაცხელია, როცა მიმდინარეობდა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, როცა დვანი, დიცი, ჯარიაშენი, ღოღეთა, ბერშუეთი მიიტაცა რუსმა ოკუპანტებმა, როცა მოკლეს დათუნა სარალიძე და თემირლან მაჩალიკაშვილი, როცა მათ მშობლებს პარლამენტის წინ არბევდნენ და კარვის გაშლის უფლებას არ აძლევნენ, როცა იდევნებოდა რუსთავი 2, ხურავდნენ პოლიტიკურ თოქ-შოუებს სხვადასხვა ტელეკომპანიებში, როცა მურუსიძეს ხვდებოდა ივანიშვილი, როცა სასამართლო სისტემას საკუთარ თავზე ირგებდა კლანი, როცა ეკონომიკა უკან წავიდა და ბიუჯეტით ყიდულობდნენ ჯიპებს, აიფონებს, როცა რუსულ პენსიებს გვახვევდნენ თავზე საზ. მაუწყებლის ეთერით, როცა ლუჟკოვი თბილისის ცენტრში გვიქნევდა თითებს და ქვეყნის მთავარი გამოწვევა მივანდეთ აბაშიძე-კარასინს, სამაგიეროდ ყველგან და ყოველთვის შევრცხვით ცივილიზებულ სივრცეში, როცა ევროპა და ამერიკა გავაკვირვეთ ანტიდიმოკრატიული სვლებით და მტრულად განწყობილი კანდიდატისთვის ხელისუფლებამ იყიდა ხმები, როცა საკუთარ თავზე მოირგეს კონსტიტუცია, როცა კრიმინალებს და კორუმპირებულ მაფიოზებს გადავაწყვეტინეთ სტრატეგიული საკითხები, როცა გაუფასურება დაიწყო ქართულმა ლარმა, როცა იუსტიციის მინისტრი ისე გავათავხედეთ, რომ თავს ესხმოდა ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა,,მათ შორის ომბუდსმენს და ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაციებს, როცა კორუფციის ჭაობში ჩაწვა მთელი ქვეყანა, როცა ტენდერებში იმარჯვებდა 1 თვის შექმნილი კომპანიები, როცა უსამართლოდ გაუუქმეს სოც დაუცველებს დახმარება, როცა დწვნილების ჯიბეში დაიწყო ხელების ფათური, როცა ქვეყნის იძულებით დატოვება აქტუალური გახდა და 2 მილიონამდე მიაღწია ემიგრანტთა რიცხვმა და ა.შ.


7 წლის თავზე სატელიტის ,,შემოგდებას'' არ ჭამს ჩვენი მოსახლეობა ! წადით სახლში ! ნუ ეცდებით წინააღმდეგობას, ეს უფრო მეტ ზიანს მოგიტანთ თქვენ!"- წერს ღლონტი. 

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი