"წავიდა ბიძინა შენი მატარებელი, უკვე ჩაიარა! "- ალეკო ელისაშვილი

31 Mar 2019 05:11

ალეკო ელისაშვილი:


“ვადამდელი არჩევნები ყველაზე მეტად სწორედ რომ ხელისუფლებას აწყობს. ზოგადად ვადამდელი არჩევნების ქვეყნისთვის კარგი იქნებოდა. თავისუფალ ვარდნაშია ეს ქვეყანა, ხალხის მოთმინება ბოლოს გაწყდება და იფეთქებს. ჩვენ ყველანაირ სცენარზე ვფიქრობთ. ივანიშვილს ტაქტიკური გამარჯვებების მიღწევა შეუძლია მხოლოდ მოკლევადიანად. 


გრძელვადიან ალბათ ისიც ხვდება ალბათ, რომ მისმა მატარებელმა ჩაიარა და მის მოუწევს წასვლა - დღეს იქნება, ხვალ თუ ერთი წლის შემდეგ, ის აუცილებლად წავა. წავიდა ბიძინა შენი მატარებელი, უკვე ჩაიარა! მას ჰქონდა არანორმალური შანსი, რომ ეს ქვეყანა ფეხზე დაეყენებინა, არ ვიცი ასეთი შანსი კიდევ ვის მიეცემა, მაგრამ ამ კაცმა ყველაფერი ჩააფლავა და ყველაფერი ჩარეხა უნიტაზში! ის განწირულია წასვლისთვის”


კომენტარები:

ფართი შოპი