"90-იანებში ბოლომდე არ ვართ - ქუჩებში საძმოები არ დარბიან და ავტონატებს არ აკაკანებენ, მაგრამ ვუახლოვდებით"- ალეკო ელისაშვილი

31 Mar 2019 05:02

"ძალიან მძიმე სოციალური ფონია და ამის გამოა ყველაფერი. 90-იანებში ბოლომდე არ ვართ - ქუჩებში საძმოები არ დარბიან და ავტონატებს არ აკაკანებენ, მაგრამ ვუახლოვდებით ამ ყველაფერს. ხამ ბანკებში შერბიან და აყაჩაღებენ და ხან რა. ასეთ გაჭირვებულ ქვეყანაში რომ ყველაზე წარმატებული ბიზნესი კაზინო და ტოტლიზატორი იქნება, ეს ნორმალურია. აქაც გაჭირვების ამბავია - ვიღაცებს ჰგონიათ, რომ 10 ლარად გახდებიან მილიონერები და მერე იქ ვალებს იკიდებენ, ზოგი თავს იკლავს და ზოგი სხვას კლავს. ძალიამ მძიმე დღეშია ეს ქვეყანა და რაც მთავარია, პატრონი არ ჩანს,” - აცხადებს ალეკო ელისაშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ალეკო ელისაშვილი: “ბიძინა ივანიშვილი წასვლისთვისაა განწირული” / “მას ჰქონდა უნიკალური შანსი, მაგრამ ყველაფერი ჩააფლავა და ჩარეცხა უნიტაზში!”


“ქვეყანაში ყველა საზღვარს გადაცდა კრიმინალის ზრდა, სამართალი კი შერჩევითია, აბა რა არის. როგორც სააკაშვილს ჰქონდა თავის თავზე და თავის ინტერესებზე სისტემა მორგებული, ისე აქვთ ზუსტად ამათ. აბა ფარცხალაძე რაომესთვის დასაჯეს? სარდაფეში ხალხს რომ მიათრევდა, უტყაპუნებდა და ამხელა აუდიტორ კაცს სცემდა, ეს საქმე გამოიძიეს და დასაჯეს ფარცხალაძე? რუსთაველ 12-ში რომ ჰაკერების ჯფუფი ყოფილა მოკალათებული და გამოძიებას თვეების განმავლობაში აჭიანურებ, ამას რა ჰქვია საერთოდ? თიბისი ბანკი მარტო ხაზარაძე ხომ არ არის, შეტევა რომ იყო ბანკზე, ამით პრობლენა ჰქონდა ძალიან ბევრ ადამიანს - ეს რატომ არ გამოიძიეს, რას იძიებენ ერთი, მარტო თალაკვაძის სახლის გაქურდვას იძიებენ?! უნდა მოვინდომოთ ყველამ, ვისთვისაც ეს ქვეყანა სულერთი არ არის და “ქართული ოცნება” ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ. ახლა შუალედურ რჩევნებზე უნდა დავანახოთ “ოცნებას” ჩვენი ძალა. აქაც მეორე ტურივით მარტო მიშა და ბიძინა ხომ არ არის, ბევრმა შიშის გამო რომ მისცა ხმა “ქართულ ოცნება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალეკო ელისაშვილი.


“არ ერთი ხელისუფლება არ ემზადება წასასვლელად და ჩვენ უნდა მივეშველოთ. იმედი მაქვს ეს მოხდება არჩევნების ნორმალურად ჩატარების გზით და თუ არ მოხდება, მაშინ სხვა რამისთვისაც მზად ვართ! ცხადია, ესენი ასე იოლად არ წავლენ. რამდენად გამწვავდება ვითარება, მთლიანად მათზეა დამოკიდებული. ჭკუა თუ ეყოფათ, უნდა დათმონ ხელისუფლება. თუ არ ეყოფათ ჭკუა და ხალხი ისეა გაღიზიანებული, ქუჩის აქციებით ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას. ბევრ პარტიას ერთმანთი გულზე არ გვეხატება, მაგრამ ყველა მიხვდა და შეთანხმდა - ეს თუ არ გაკეთდა, არაფერი გამოვა. არ შეიძლება ეს წურბელა - მაფიოზი მაჟორიტარები ასხდნენ ამ რეგიონებს თავზე და და თან იყვნენ კოჭის გამგორებლები”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “არ გამორიცხავენ, ხელისუფლებამ ვადამდელი არჩევნები შემოაგდოს, ამითვის თუ ხართ მზად?” - პასუხობს:


“ვადამდელი არჩევნები ყველაზე მეტად სწორედ რომ ხელისუფლებას აწყობს. ზოგადად ვადამდელი არჩევნების ქვეყნისთვის კარგი იქნებოდა. თავისუფალ ვარდნაშია ეს ქვეყანა, ხალხის მოთმინება ბოლოს გაწყდება და იფეთქებს. ჩვენ ყველანაირ სცენარზე ვფიქრობთ. ივანიშვილს ტაქტიკური გამარჯვებების მიღწევა შეუძლია მხოლოდ მოკლევადიანად. გრძელვადიან ალბათ ისიც ხვდება ალბათ, რომ მისმა მატარებელმა ჩაიარა და მის მოუწევს წასვლა - დღეს იქნება, ხვალ თუ ერთი წლის შემდეგ, ის აუცილებლად წავა. წავიდა ბიძინა შენი მატარებელი, უკვე ჩაიარა! მა ჰქონდა არანორმალური შანსი, რომ ეს ქვეყანა ფეხზე დაეყენებინა, არ ვიცი ასეთი შანსი კიდევ ვის მიეცემა, მაგრამ ამ კაცმა ყველაფერი ჩააფლავა და ყველაფერი ჩარეხა უნიტაზში! ის განწირულია წასვლისთვის”

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი