"ვაშაძე სააკაშვილის ნაცვალია, გნებავთ მეფისნაცვალი, პარტიისნაცვალი, სააკაშვილი არსად არ წასულა"

28 Mar 2019 01:11

"რეზონანსის" კითხვაზე, როგორ აისახება მიხეილ სააკაშვილის დისტანცირება პარტიიდან „ნაცმოძრაობის" რეიტინგზე , ვახტანგ ძაბირაძის თქმით, არანაირი დისტანცირება არ მომხდარა. ყველა ითხოვდა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას და სააკაშვილის წასვლას. 


ფაქტობრივად, როლები გაცვალეს. ადრე ის იყო არაფრომალური, ახლა ეს არის... რეალურიად სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარედ და ლიდერად დარჩა. ეს პარტიის შიგნით უარყოფითად არ იმუშავებს, რადგან ყველა თვლის, რომ ვაშაძე სააკაშვილის ნაცვალია, გნებავთ მეფისნაცვალი, პარტიისნაცვალი... მეორე ფიგურა, რომელსაც სააკაშვილი ენდობა. ასე რომ, სააკაშვილი არსად არ წასულა, უბრალოდ განცხადება გააკეთა, რომ თავმჯდომარე ვაშაძე იქნება. თუკი რუსლოვს არ მოუყენებენ სხვა პარტიები კონკურენტ კანდიდატს, ალბათ სერიოზული ბრძოლა იქნება მერობისთვის ზუგდიდში“.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი