ქობულეთის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა

26 Mar 2019 12:13

26 მარტს ქობულეთის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა.


მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ პირველ მოადგილე ლევან ზოიძესთან, მოადგილე დავით ვერულიძესთან და სამსახურის უფროსებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე საკითხები განიხილა და პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა. 


მერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია გამკაცრდეს ზედამხედველობა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხოლო კონტროლი დაწესდეს უკანონო ნაგავსაყრელებზე, აგრეთვე სეზონური ობიექტების დროულ დემონტაჟსა და ქალაქში გარე ვაჭრობის აღკვეთაზე. 


მირიან ქათამაძემ მოისმინა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ინფრასტრუქტურის სამსახურს მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდა და მიმდინარე პროექტების კონტროლი დაავალა. 


ა(ა)იპ სოფლის წყლის ხელმძღვანელს დაევალა დროულად გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა ზაფხულში სასმელი წყლის დებეტის პრობლემა თავიდან იქნეს აცილებული. 


დღის წესრიგში ასევე საბავშვო ბაღების გახსნასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები იდგა. 


მერმა განაცხადა რომ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან“ დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა, სადაც ძირითად პრიორიტეტად დასახელდა შიდა გზების ბეტონირება, თუმცა კვლავ გაგრძელდება სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები და შეირჩევა ის სოფლები სადაც მწვავე პრობლემა დგას.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი