"მარნეულში, "ქართული ოცნების" ახალი სახე, კარგად დავიწყებული ძველი ნაცი აღმოჩნდა"

26 Mar 2019 02:32

"ქართულმა  ოცნებამ", შუალედურ არჩევნებში მერობის კანდიდატები წარადგინა. 


“ჩვენ დღეს გვქონდა მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში და საბოლოოდ დამტკიცდა ექვსივე  კანდიდატი- როგორც მერობის კანდიდატები, ასევე, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. დარწმუნებული  ვართ, რომ ისინი დამაჯერებლად გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში. ისინი არიან საქმის პროფესიონალები, მათ უყვართ თავიანთი ქალაქი, სოფლები, რაიონები და შესაბამისად, ისინი საუკეთესოდ გაუძღვებიან იმ საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებასთან. ბატონ  ლადო კახაძეს რაც შეეხება, მას ყველა  კარგად იცნობს. მას წარდგენა რეალურად არ სჭირდება. დარწმუნებული ვართ, რომ ის გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მისი თქმით  კანდიდატებთან დაკავშირებით, სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობდა.


,,ეს კანდიდატები შეარჩია პარტიამ.  კანდიდატებთან დაკავშირებით სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობდა. შესაბამისად, ბუნებრივია, ეს არის პარტიის საერთო გადაწყვეტილება, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, პარტიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ



მოგვიანებით, პარტიამ, მერობის კანდიდატების ბიოგრაფიები გაავრცელა. ამ ბიოგრაფიებს შორის გახლდათ ზაურ დარგალის  ბიოგრაფიაც, რომელიც ასე გამოიყურება:


ზაურ დარგალი  დაიბადა  1988 წლის 4 ივლისს ქ.მარნეულში.

განათლება - 2005-2009 წელი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის სპეციალობა.  

2007-2012 წელი-ჩართული იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ცენტრის განვითარებაში,  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, კომიტეტის წევრი, მრჩეველი და ტრენერი. მარნეულის ახალგაზრდული საკრებულოს წევრი. 

2013 წელი- საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში  კოალიცია „ქართული ოცნები“-ს  მარნეულის საოლქო შტაბის ახალგაზრდულ ფრთის ხელმძღვანელი. 

2014-2017 წელი-შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში.

2017 წლიდან-დღემდე - ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე

ჰყავს მეუღლე, და ორი შვილი



როგორც აღმოჩნდა "ქართულმა ოცნებამ" , ზაურ დარგალის ბიოგრაფიიდან, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი დამალა. როგორც ირკვევა, დარგალი, წარსულში "ნაციოანლური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის სახე იყო. 



"მარნეულში, "ქართული ოცნების" ახალი სახე, კარგად დავიწყებული ძველი ნაცი აღმოჩნდა" - დაწერა ჟირნალისტმა ელისო კილაძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე და "პოსტს" ფოტოც დაურთო. 

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი