"ახალგაზრდებში ისევ ბრუნდება კრიმინალული მენტალობა, უახლოეს წლებში გველოდება კრიმინალური აფეთქება"- კახა კუკავა

26 Mar 2019 02:04

“შეიძლება წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა ათასი ქურდობა და ახლა ხდება ორი ათასი ქურდობა, მაგრამ სინამდვილეში უფრო მძიმედაა საქმე - ანუ ორჯერ კი არ გაიზარდა დანაშაული, არამედ ახალგაზრდებში ისევ ბრუნდება კრიმინალული მენტალობა, ეს ნიშნავს იმას, რომ უახლოეს წლებში იქნება კრიმინალური აფეთქება, თუ ეს ხელისუფლება დარჩა. რამდენიმე წლის წინ “ქუჩურად ბაზარს” ვერავინ ვერ ბედავდა, იმიტომ რომ კარგად იცოდა, რომ მაშინვე მოექცეოდა სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების ქვეშ. დღეს კი ეს კარგ ტონად ითვლება - იმიტომ რომ ვინც “ქუჩურად ბაზრობს”, ისინი სამართალდამცავი ორგანოების ფოკუსში კი არ ექცევიან, არამედ მმართველი პარტიების შტაბები ქირაობენ და ფულს უხდიან... ჩვენი პარტია აწარმოებს დამოუკიდებელ გამოძიებას რამდენიმე საქმეზე - როდესაც კრიმინალური ავტორიტეტები გაათავისუფლეს ციხიდან, მთავრობამ ბინა უქირავა თბილისის სხვადასხვა უბნებში. ამას დეტალურად ვიძიებთ და დავდებთ მასალებს”, - აღნიშნავს "ახალი ტაობის" კორესპონდენტთან საუბრისას კახა კუკავა.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი