"წულუკიანი საქმეში წარმატებულად ვერ ჩაითვლება და ამას მოწმობს სასამართლო სისტემაში შექმნილი ვითარება"

26 Mar 2019 01:36

'რაც შეეხება მინისტრების გამოსვლების შეფასებას, დავიწყოთ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანით, რომლის წასვლა-დარჩენის თაობაზე დიდი მითქმა-მოთქმა იყო. მან ამჯერადაც შეინარჩუნა სავარძელი და ტრადიციულად ისმის კითხვა: როგორ, რის ფასად ინარჩუნებს ის თანამდებობას? ერთი რამ ცხადია, წულუკიანი თანამდებობის შენარჩუნებას ახერხებს არა პროფესიული ნიშან-თვისებებისა და წარმატებების გამო, არამედ ძალაუფლების განაწილების სხვა მექანიზმებით. 


აშკარაა, 2012 წლიდან მას ვერაფერი მოუხერხეს, თუმცა მისი შეცვლა არაერთხელ სცადეს. წულუკიანი საქმეში წარმატებულად ვერ ჩაითვლება და ამას მოწმობს სასამართლო სისტემაში შექმნილი ვითარება. ამ სისტემის რეფორმირება სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, თუმცა შედეგი რაც არის, ვხედავთ. ჩემთვის ბევრი რამის მთქმელია ერთი ფაქტი - როცა ის მთავრობაში მოვიდა, თავის მოადგილედ წარადგინა სანდრო ბარამიძე, რომელსაც ვიცნობ და ერთ-ერთ ყველაზე პატიოსან და პროფესიონალ იურისტად მიმაჩნია. ბარამიძის სამინისტროდან წასვლამ აშკარა გახადა, რომ თეა წულუკიანმა დაკარგა რეალობის შეგრძნება და ეს გაპიარებული რეფორმა იმისკენ კი არ იყო მიმართული, რომ რეალურად გაჯანსაღებულიყო სასამართლო სისტემა, არამედ ყველაფერი კეთდებოდა ფასადურად, სინამდვილეში კი უნდოდათ მიეღოთ მართვადი სასამართლო. ამ ყველაფრის კიდევ ერთი დასტური იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან ნინო გვენეტაძის წასვლა”, - მიიჩნევს ალექსანდრე თვალჭრელიძე.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი