ლელა წურწუმიას თურქულ სერიალში გადაიღებენ

26 Mar 2019 00:57

შესაძლოა ლელა წურწუმია თურქულ სერიალში ვიხილოთ. ერთ-ერთი თურქული ტელეარხი სერიალს ოსმალეთის იმპერიის ისტორიულ მოვლენებზე იღებს, რომლის დროსაც მნიშვნელოვან როლს ქართველი ქალი სულთნებიც ასრულებდნენ.

 

„დიდებული საუკუნე - დაუმორჩილებელ სულთნებში“ ქართველი მომღერალი ლევან მეორე დადიანის ქალიშვილის - რაჰიმენ პრესტუ დადიანს როლს განასახიერებს. თუმცა გადაღებების დაწყებამდე, წინ, მთავარი მოლაპარაკება უნდა შედგეს. ქალაქ ბათუმში თურქული ფროდაქშენი ლელა წურწუმიას და კახა მამულაშვილს უნდა შეხვდეს.

 

მამულიჩას ამბობს, რომ შეხვედრა მაისშია ჩანიშნული. მისივე განცხადებით, თუ თურქულ მხარესთან მოლაპარაკება შედგება და ორივე მხარე შეთანხმებას მიაღწევს, ლელა ნამდვილად ითამაშებს ახალ თურქულ სერიალში. სერიალში ლელა მეგრულ სიმღერებსაც შეასრულებს.

 

„ჩემთან მოლაპარაკებას თურქული კინოკომპანიიდან  თურქი ქალბატონი აწარმოებს. უკვე ექვსჯერ დამირეკა. ლელა წურწუმია ძალიან მოგვწონს, ვნახეთ ფოტოები, ვიდეორგოლები და თანამშრომლობა გვსურსო. შეხვედრა მაისში, ბათუმშია დაგეგმილი. მკითხეს, ლელა წინააღმდეგი ხომ არ იქნებაო? არა-მეთქი“, - ამბობს მამულიჩა. 

 Alia.ge


კომენტარები:

ფართი შოპი