"რატო, შე საძაგელო, (საძაგელო –როგორც დედამოტ*ულოს ევფემიზმი)რატომ მიშიშვლია “პერო?" - თინა მახარაძე

23 Mar 2019 17:40

მსახიობი თინა მახარაძე სოციალურქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ახლა აღმოვაჩინე კომენტარები Popmusic.ge -ს მიერ გამოქვეყნებული ჩემი საყვარელი კომპოზიციების ხუთეულის ქვეშ.


რატო, შე საძაგელო, (საძაგელო - როგორც დედამოტყნულოს ევფემიზმი) რატომ მიშიშვლია "პერო", იმიტომ რომ მუსიკას ვუსმენ და მეტ-ნაკლებად მკაფიოდ ვაყალიბებ სათქმელს, თუ იმიტომ რომ სათქმელი მაქვს?


მე კი ვცხოვრობ ჩემთვის უბედნიერესად, მაგრამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა რომ ასეთი ბანძი ტიპებით არის დაკომპლექტებული და ასეთ ბანძ იუმორზე ხურდება, სხედან ბარებში და ერთმანეთს ყველაფერს ატოლებენ რაც აქვთ დასატოლებელი ან, ძირითადად, არ აქვთ, ეგ არის სევდიანი საყურებელი, მითუმეტეს იქიდან, საიდანაც მე ვიყურები თანაგრძნობით.


პს. აი, ეს სია რომ ყოფილიყო დაკომპლექტებული: მერაია ქერით, ტონი ბრექსტონით, westlife-ის Soledad, ანსამბლი "ჰაიდა" და კრისტინა ორბაკაიტეს ნებისმიერით, მაშინ უფრო თესლი ხუმრობები დაიდებოდა.


ამრიგად, საქართველოში, იმისთვის რომ პატივი გცენ ან, როგორც მინიმუმ, არ გაქილიკონ, უნდა იყო საშუალო. არც ცუდი უნდა იყო და არც კარგი.
იყო საშუალო - არის საშუალო სტატისტიკური ქართველისთვის ყველაზე მოსაწონი პოზიცია სხვა საშ. სტატ. ქართველის მხრიდან. თუ ხარ საშუალო, ხარ ჯიგარი.“


loading...

კომენტარები:

ფართი შოპი