გარდაბანში ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სალომე ზურაბიშვილი დაესწრო

20 Mar 2019 16:47

20 მარტს ქალაქ გარდაბანში, კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა.


დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობები.


მსურველები  ერთმანეთს ნარდსა და ცხენოსნობაში შეეჯიბრნენ. მოეწყო აზერბაიჯანული ექსპონატებისა და ადგილობრივი მხატვრის - რასიმ გასანოვის  ნამუშევრების გამოფენა.


ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც ადგილობრივი  ანსამბლები და შემსრულებლები, ისე მოწვეული, ქართველი და აზერბაიჯანელი მომღერლები.


აზერბაიჯანელ ხალხს „ნოვრუზ ბაირამი“ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სცენიდან მიულოცა: “მინდა მოგილოცოთ გაზაფხულის შემოსვლა. მე აქ არ ვარ სტუმარი,მე ვარ ჩემს სახლში და ვარ ბედნიერი რომ თქვენთან ერთად შემიძლია ვიზეიმო დღესასწაული. მნიშვნელოვანია რომ გრძელდება  ტრადიციები,ეს არის ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ნაწილი.”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


აზერბაიჯანელ ხალხს დღესასწაული მიულოცა საკრებულოს თავმჯდომარე - ტარიელ ჯანხოთელმა: „გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს,გაზაფხულის, განახლების, სიცოცხლის და სიყვარულის დღეს. ნოვრუზი გაზაფხულის შემოსვლასა და სიცოცხლის განახლებასთანაა დაკავშირებული. დღეს მე ვუერთდები ზეიმს და მთელი გულით გილოცავთ ამ დღეს“.


დღესასწაულს გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი - სავალან მირზოევი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი - შოთა რეხვიაშვილი და გარდაბნის მერი - რამაზ ბუდაღაშვილი დაესწრნენ.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი