მამა - მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, შვილი კი, იმავე მუნიციპალიტეტის მთავარ სპეციალისტად - რა ქონებას ფლობს მაიზერ ჯაფარიძე

19 Mar 2019 01:05

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მაიზერ ჯაფარიძის ოჯახმა, გასული წლის მანძილზე შემოსავლის სახით 47 404 ლარი მიიღო. აღნიშნული თანხა, ჯაფარიძის ოჯახის რამდენიმე წევრის შემოსავალს აერთიანებს.


კერძოდ:


მაიზერ ჯაფარიძემ,  მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის საფუძველზე,  01.01.2018 -  31.12.2018 პერიოდში მიიღო  31 800 ლარი;


ჯაფარიძის შვილმა, თამთა ჯაფარიძემ, რომელიც  მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კულტურის განათლების ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობს - 6 480. საუბარია 2018 წლის აპრილი-დეკემბერის პერიოდზე.


რაც შეეხება, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მეორე შვილს მარიამ ჯაფარიძეს, ის  ბაზის ბანკი მოლარე ოპერატორია და  01.07.2018 -31.12.2018  პერიოდში, მიიღო 2 624 ლარი.


6 500 ლარის შემოსავალი ჰქონდა, საკრებულოს თავმჯდომარეს, ელისო ხვიბლიანს სოფლის მეურნეობიდან.  


როგორც მაიზერ ჯაფარიძის მიერ,  მიმდინარე წლის 11 მარტს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, საკრებულოს თავმჯდომარემ 2000 წლიდან 2019 წლის პერიოდში, მემკვიდრეობით მიიღო  5 მიწის ნაკვეთი,  1 არასაცხოვრებელი ფართი, 1 საცხოვრებელი სახლი და 1 ავტოფარეხი - მესტიაში.


ამავე დეკლარაციაში, არაფერი არ არის ნათქვამი ოჯახის საკუთრებაში მყოფ ავტომობილის თაობაზე.


ქონებრივი დეკლარაციის შევსების დროს, მაიზერ ჯაფარიძეს "ბაზის ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 26 145,78 ლარი ჰქონდა, საკრებულოს ერთ შვილს, თამთა ჯაფარიძეს 6 080 ლარი, ხოლო მეორე შვილს, მარიამ ჯაფარიძეს 1 300 ლარი.


ამავე ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს, მაიზერ ჯაფარიძეს შვილების სწავლის გადასახადის სახით,  2 990 ლარის გასავალი ჰქონდა.

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი