"თქვენს ხელებს ფულის სუნი უდის,"- ვანო ზარდიაშვილი ეკა ბესელიას

18 Mar 2019 23:51

ხმაური იურიდიული კომიტეტის სხდომაზე - პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში დილიდან პოლიტიკური ბრალდებების ისმოდა.  ერთმანეთს „ქართული ოცნების“ მოქმედი და ყოფილი წევრები მოსამართლეების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის დროს დაუპირისპირდნენ. მოვლენების ეპიცენტრში ეკა ბესელია, ვანო ზარდიაშვილი და მამუკა მდინარაძე იყვნენ, რომლებმაც ერთმანეთს პოლიტიკურ წარსულთან ერთად, კორუფციული გარიგებებიც წამოაძახეს. სხდომაზე ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ბოლოს ვანო ზარდიაშვილი ეკა ბესელიას პოლიტიკურ არჩევანის წინაშე დააყენა და თქვა, რომ თუ "ქართულ ოცნებას" გამიჯნული დეპუტატი საპარლამენტო მანდატს დატოვებს, ისიც იგივე ნაბიჯს გადადგამს და დეპუტატის სტატუსზე უარს იტყვის.



კომპრომატებით ომი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დღეს რამდენიმე სერიისგან შედგებოდა. მას შემდეგ, რაც ვანო ზარდიაშვილმა ეკა ბესელიას უთხრა, რომ მის ხელებს "ფულის სუნი უდის," ბესელიამ ზარდიაშვილი ნეპოტიზმში ამხილა და სთხოვა საჯაროდ ეთქვა რა თანამდებობაზე მუშაობს მეუღლე. ვანო ზარდიაშვილის ცოლი ამ დრომდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, რომელის მოვალეობაცაა მოსამართლეების საქმიანობის შეფასებაა.


უმრავლესობა დღეს მხოლოდ ყოფილ თანაგუნდელებს არ უტევდა. დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი აქაც ლიდერი იყო და არასამთავრობოებს მათივე გაკეთებული განცხადებების გამო საქმეებს ურჩევდა. გაბრაზდა იმაზე, რომ მესამე სექტორმა ის და მისი მეუღლეც მოსამართლეების კლანთან გარიგებაში ამხილა და არასამთავრობოები შავრაზმელებადაც მოიხსენია.


იურიდიული კომიტეტის სხდომა დღეს ფიზიკური დაპირისპირების გამოც შეწყდა. ერთმანეთს ევროპული საქართველო წევრი ოთარ კახიძე და უმრავლესობის წევრი ირაკლი ბერაიაც დაუპირისპირდნენ. მიზეზი მმართველი პარტიის წევრის მხრიდან უცენზურო სიტყვების გამოყენება გახდა.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი